Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
,,თქვენ ჰგავდით ღვთისგან მოხატულ ფრესკას" - ანა ფერაძის ხსოვნის საღამო მისივე სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში
,,თქვენ ჰგავდით ღვთისგან მოხატულ ფრესკას" - ასე დაასათაურა წიგნი
ვაჟა შაქარაშვილმა, რომელიც გორის სამხატვრო სკოლის დამაარსებლის, ანა
ფერაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიუძღვნა. წიგნის პრეზენტაცია დღეს
გორის სამხატვრო სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებაზე გაიმართა.
მხატვრებმა, მუსიკოსებმა, მწერლებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ანა ფერაძის ღვაწლზე ისაუბრეს. თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის მოადგილე ამბობს, რომ მომავალი თაობა ბევრ საინტერესო დეტალებს შეიტყობს წიგნიდან; ,,ცნობილია, რომ ის თავდაპირველად თბილისიდან იწვევდა პედაგოგებს გორში სამუშაოდ. საკუთარ ხარჯებს იკლებდა , რომ მათ აქ ემუშავათ"
ამავე დროს, გორის სამხატვრო სკოლაში ვალიკო არჩუაძის სახელობის დარბაზიც გაიხსნა, რომელიც ამ სკოლის რიგით მეორე დირექტორი იყო. ვალიკო არჩუაძის დროს, ანა ფერაძის დაარსებულ სკოლას ლადო გუდიაშვილიც ესტუმრა. სკოლაში ლადო გუდიაშვილის ნახატი ინახება ავტორის ხელნაწერით. ეს ნახატი ლადო გუდიაშვილმა სკოლის მოსწავლეებს თბილისში საკუთარ სახელოსნოში სტუმრობის დროს აჩუქა.
სკოლაში დღესაც მუშაობენ ანა ფერაძის თაობის პედაგოგები. გულნარა ჩიტაძე იხსენებს, რომ 1962 წელს ანა ფერაძესთან მივიდა, რათა მუშაობა დაეწყო.
,,მე იმ პერიოდში თეატრში ვმუშაობდი, მაგრამ უმუშევარი დავრჩი. მითხრეს, რომ გორში გაიხსნა სამხატვრო სკოლა. მაშინდელ მეცხრე სკოლის ეზოში გახსნილ დაწესებულებაში მივედი. ანიკომ მითხრა, აბა მაჩვენე შენი ნახატიო. მას ვაჩვენე ჩემი მაშინდელი ნახატი ,,ბეთჰოვენი". ეს სურათი შემდეგ თავის როიალთან დაკიდა. იმის გამო, რომ მაშინ შტატები არ იყო დაშვებული, საკუთარი ხელფასიდან მოიკლო და მუშაობა დამაწყებინა." - იხსენებს გულნარა ჩიტაძე.
ამავე სკოლის წარმომადგენელია მხატვარი ჟუჟუნა ვაშაგაშვილი. მან თავდაპირველად ცხინვალის სასწავლებელი დაამთავრა. აპირებდა სამხატვრო აკადემიაში სწავლის გაგრძელებას:
,,ცხინვალის სასწავლებელი ახალი დამთავრებული მქონდა. ჩემმა დამ მითხრა, მივიდეთ გორის სამხატვრო სკოლაში და ვნახოთ ანიკო ფერაძეო. ბინაში ვესტუმრეთ, გაგვიმასპინძლდა ძალიან კარგად. შემდეგ გამომიტანა ერთ-ერთი ნახატი, რომელიც ამ სკოლის ალბათ პედაგოგის ნახატი იყო და მითხრა, ასე დახატავო? მე გამეცინა, კვეხნად არ ჩამეთვალოს. მერე ჩემმა დამ უთხრა, იცით, ჩემი და ლექსებსაც წერსო, რაც ძალიან გაუხარდა. ანიკო თვითონაც ლექსებს წერდა," - იხსენებს ჟუჟუნა ვაშაგაშვილი.
დღეს, გორის სამხატვრო სკოლის დირექტორია კახაბერ თოფჩიშვილი. სწორედ, მისი ინიციატივით გაიმართა დღევანდელი საღამო. კახაბერ თოფჩიშვილის 8 ნახატი ხელოვნების მუზეუმმა ერთი კვირის წინ შეიძინა.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани