Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
აღდგომა დევნილებისთვის
მე-10 წელია დიდი და პატარა ლიახვის, ასევე, ფრონეს ხეობიდან დევნილები აღდგომის სადღესასწაულო დღეებს კოტეჯებში ხვდებიან. მათი წინაპრების საფლავები ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, სადაც შესვლის უფლებას არ აძლევენ. მათ შორის შოთა და მზაღო შერაზადაშვილები არიან, ისინი ამჟამად თელიანის დასახლებაში ცხოვრობენ.

ისინი 2008 წლის აგვისტოს ომამდე სოფელ ხეითში ცხოვრობდნენ. ეს სოფელი ცხინვალიდან 3 კმ მანძილზე მდებარეობს. ომის დროს დაიცალა. საცხოვრებელი სახლები დაწვეს. ხეითიდან დევნილებმა არ იციან, ამჟამად, რა მდგომარეობაშია მათი წინაპრების საფლავები.

შოთა შერაზადაშვილის გარდაცვლილი მშობლები და დედმამიშვილები ხეითის სასაფლაოაზეა დაკრძალული. ომამდე ყოველ აღდგომას ის მათ საფლავებთან მიდიოდა.

,,აღდგომას შვილიშვილები მესტუმრებიან. მათ წითელ კვერცხებს და პასკას დავახვრედრებთ. მცირე სუფრას გავშლით და გარდაცვლილების შესანდობარს ვიტყვით,“ - ამბობს მზაღო შერაზადაშვილი. დარწმუნებულია, რომ წლების შემდეგ, შთამომავლები აუცილებლად დაბრუნდებიან ხეითში.

,,რა დროც არ უნდა გავიდეს, ჩვენი შთამომავლები აუცილებლად დაბრუნდებიან სოფელში.“ - აცხადებს მზაღო შერაზადაშვილი.

მისმა მეუღლემ, შოთა შერაზადაშვილმა სოფელი 2008 წლის 17 აგვისტოს დატოვა. იხსენებს, რომ ომის დაწყების დროს, 9 აგვისტოს მაინც დაბრუნდა სოფელში. ,,როცა დაიწყეს საცხოვრებელი სახლების ძარცვა, ნაკვეთებში ვიმალებოდი. სახლიდან რაც შევძელი, ბაღებში გავიტანე და გადამალვა ვცადე. მაგრამ, ამას აზრი აღარ ჰქონდა. დაიწყეს სახლების დაწვა. 17 აგვისტოს წვერიახოს მთიდან გადმოვედი. ჩემ უკან ვხედავდი, როგორ წვავდნენ სახლებს. ახლაც თვალწინ მიდგას ეს სურათი და მას შემდეგ აღარც ვარ კარგად" - იხსენებს შოთა შერაზადაშვილი.

ავტორი: თათია გოლოშვილი.


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020