Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
გორის სასამართლომ 6 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
გორის სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ 6 პირს, პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ დარბაიძემ გადაწყვეტილება თითქმის სამსაათიანი განხილვის შემდეგ მიიღო.

აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლო დარბაზიდან გაუსვლელად გამოაცხადა. მან პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.

ადვოკატები ნოდარ ცინცაძე, ვანო სამხარაძე და ზაზა მინდიაშვილი ცდილობდნენ მოსამართლის დარწმუნებას იმის შესახებ, რომ ბრალდებულების გირაოთ გათავისუფლება გამოძიების ინტერესებს არ დააზარალებდა, მით უფრო, როდესაც საბრალდებო სკამზე მსხდომი პირები წარსულში არ იყვნენ ნასამართლევნი, ხოლო თითოეული მათგანის მხრიდან პოლიციის თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები არ მტკიცდებოდა.

სასამართლოზე წარდგენილი მასალების მიხედვით, ახალგაზრდების დაკავება დაწყებულია 23 სთ 30 წუთიდან და გაგრძელებულია თითქმის 20 წუთი - 23 სთ 50 წთ-მდე.



ინციდენტი აღდგომას, 8 აპრილს, დაახლოებით 23 საათზე დაიწყო. სადგურის დასახლებაში გვითხრეს, რომ პოლიციელები ახალგაზრდებთან მივიდნენ და სკვერის დატოვება მოსთხოვეს. სკვერში ახალგაზრდების მცირე ჯგუფი ქეიფობდა.

,,ბიჭები თავისთვის ქეიფობდნენ. მივიდა ორი კაცი და ერთ-ერთმა უთხრა - ,,გა...ით აქედანო". აი, აქედან დაიწყო ეს ამბავი" - გვითხრეს სადგურის დასახლებაში. პროკურორები აცხადებდნენ, რომ ბრალდებულმა პოლიციელების მიმართ აგრესია გამოხატეს, რაც შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა. ერთ-ერთ ახალგაზრდას 4 პოლიციელის ცემა ბრალდება, რაც ადვოკატმა გააპროტესტა. ადვოკატის თქმით, შეუძლებელია, რომელიმე მათგანს ოთხი პოლიციელი ეცემა.



8 აპრილს სულ 9 პირი დააკავეს. აქედან, სამი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, დარბაზიდან გაათავისუფლს. კერძოდ, შსს-ს ცნობით, სამი პირი სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, ხოლო 6 ახალგაზრდა სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც წესრიგის დამცველის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020