Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
3 წელიწადში ცხინვალის რეგიონიდან თბილისის კლინიკებში 2650 პაციენტმა მიიღო სამედიცინო მომსახურება
2014-2017 წწ-ში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 2650 მოქალაქეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამედიცინო მომსახურება გაეწია. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი" ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სულ ოკუპირებული ტერიტორიებიდან (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) სამედიცინო მომსახურება, აღნიშნულ პერიოდში, 6188 პაციენტმა მიიღო.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს იყო 941 პაციენტი, 2016 წელს - 2,280; ხოლო 2017 წელს (8 ნოემბრამდე პერიოდისათვის) სამედიცინო მომსახურებით 1,447-მა პაციენტმა ისარგებლა.

მონაცემების თანახმად, ოსი პაციენტების რაოდენობა მხოლოდ 2014 წელს აჭარბებდა აფხაზი პაციენტების რაოდენობას. 2015 წელს დაფიქსირდა საპირისპირო დინამიკა, ხოლო 2017 წლისთვის აფხაზი პაციენტების რაოდენობა თითქმის 2-ჯერ აღემატება ოსი პაციენტების რიცხვს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს ყველაზე ხშირად ონკოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის დაავადების შემთხვევაში, ასევე, მედიკამენტის მოთხოვნით მიმართავენ. 2014-2017 წლებში, აფხაზი და ოსი პაციენტების სამედიცინო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარვის პროგრამის ფარგლებში სულ დაიხარჯა 16,935,074.81 ლარი. 2014-2016 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამედიცინო ტრანსპორტირებით მოსარგებლე პაციენტების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თითქმის გაორმაგდა.

ცხინვალის პოზიცია

დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები არ მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ მათი მოქალაქეები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად, საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებულ კლინიკებში გადაჰყავთ.

ამას ადგილობრივი პრესა 2017 წლის მაისში წერდა და აცხადებდნენ, რომ ადგილობრივი ჩინოვნიკები ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს რუსეთის კლინიკებში მკურნალობას ურჩევენ. თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე, წითელი ჯვრის დახმარებით, მოქალაქეები, სწორედ, თბილისისა და გორის საავამდყოფოებში გადაყვანას ითხოვენ.

მაგალითად, ცხინვალში მცხოვრებმა ვალერი ქელეხსაევმა გულის ოპერაცია თბილისში წარმატებით ჩაიტარა.

,,რვა წელია გული მაწუხებდა. ვმკურნალობდი ჩვენს საავადმყოფოში. გასულ წელს ვითარება დამძიმდა. სახეზე იყო მძიმე ვითარება. ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში მემკურნალა. პრაქტიკულად, 2-3 დღის დაგვიანება სავალალო შედეგით დამთავრდებოდა. გულის სარქველების 95% დალუქული იყო და სისხლი არ მიეწოდებოდა. ჩემი მეუღლე ამბობს, რომ ძალიან გამიმართლა" - უთხრა ვალერი ქელეხსაევმა ადგილობრივ ჟურნალისტს.

მისი თქმით, თბილისში ექიმები მას ყურადღებით მოექცნენ და გამოაჯანმრთელეს.

მაგალითად, არინა ყოჩიევამ 2015 წელს ავტოავარიისას სერიოზული დაზიანებები მიიღო, განსაკუთრებით, თავის არეში.

,,ჩვენმა ექიმებმაც დიდი ყურადღება მომაქციეს. ექიმმა ჯინა გოგიჩაევამ 12 ნაკერი დამადო, მაგრამ აუცილებელი გახდა სრული დიაგნოსტიკა. ჩემმა დამ ყველანაირი საბუთები მომიმზადა და სამ დღეში წითელი ჯვრის დახმარებით საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის საავადმყოფოში გადამიყვანა." - ყვება არინა ყოჩიევა, რომელსაც ხერხემალიც დაზიანებული ჰქონდა.

ცხინვალის მთავარი საავადმყოფოს ხელმძღვანელი აგუნდა ფილიევა აცხადებს, რომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი, რომ ცხინვალში პაციენტები მაღალტექნოლოგიური, სპეციალიზირებული სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყონ.

,,ჩვენ ყველა შესაძლებლობებს ვიყენებთ, რათა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე დავიცვათ და ამიტომ, დაუყოვნებლივ, ვგზავნით საქართველოში, სადაც არის შესაბამისი სამედიცინო ტექნიკა და შესაძლებლობა, მაგალითად, 40 წუთში გადაარჩინონ პაციენტის სიცოცხლე" - ამბობს აგუნდი გოგიჩაევი.

წითელი ჯვარი, ასეთ პაციენტებს, თბილისისა და სხვა ქალაქების საავადმყოფოებში, ცხინვალის შს და ჯანდაცვის სამინისტროების ნებართვის საფუძველზე გზავნის.

პრობლემა - ახალი რეფერალური პროგრამა თბილისში და არასწორი დიაგნოსტირება ცხინვალში

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ შემცირებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან რეფერალური პროგრამით დაფინანსებული პაციენტების რიცხვიც (2014 წელს - 837 პაციენტი, 2015 წელს- 1537 პაციენტი, 2016 – 2052 პაციენტი, 2017 წლის მონაცემები 1644 პაციენტი), რაც, სავარაუდოდ, უკავშირდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს ახალ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც პროგრამის ფარგლებში აღარ ფინანსდება ამბულატორიული დიაგნოსტიკა.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება პაციენტებზე, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არასწორი დიაგნოსტირება საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოქმედ კლინიკებში გადმოსულ პაციენტების შემცირების მიზეზია.



Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020