Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
ხცისის სკოლაში პოეტი და პედაგოგი ციცინო ბურნაძე გაიხსენეს
მე-7 წელია ხცისის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ციცინო
ბურნაძის ხსოვნის საღამოს, მის დაბადების დღეზე აღნიშნავენ. წელს
სკოლის ყოფილ დირექტორსა და, შემდგომ, სასწავლო ნაწილის გამგეს 75
წელი შეუსრულდებოდა.
ტრადიცია 2018 წლის 17 აპრილსაც გაგრძელდა. სკოლის სააქტო დარბაზში ციცინო ბურნაძე კიდევ ერთხელ მოიგონეს.
,,თავის დროზე ის საკმაოდ აქტიური პიროვნება გახლდათ რაიონის კულტურულ ცხოვრებაში," - ამბობს მწერალი მურად მთვარელიძე. იხსენებს, რომ ციცინო ბურნაძე ახალგაზრდებს ედგა სათავეში, ხოლო ხცისის სკოლას გაუმართლა, რომ პოეტი, ისტორიკოსი და პედაგოგი, სიცოცხლის ბოლო წლებში, აღნიშნულ სკოლას წარმოადგენდა.
ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი ლუარა თუმანიშვილი ამბობს, ყოველ 17 აპრილს კიდევ ერთხელ უმძაფრდება საუკეთესო მეგობართან განშორების განცდა. ,,ციცინო ბურნაძის პიროვნების დასახასიათებლად აუცილებელია მისი პოეზიის გაცნობა," - გვითხრა ლუარა თუმანიშვილმა. ის უკვე ნახევარ საუკენეზე მეტია ხცისის სკოლაში ასწავლის და აღნიშნავს, რომ გაზაფხულზე დაბადებული ქალბატონი სიცოცხლით ავსებდა თითოეულ ადამიანს.
„რატომ არ მოველ წვიმადა...“
შენი ქულა ღრუბელი მშლის,
შენი ზეცის სიკამკამე.
ისე ძლიერ მიყვარხარ, რომ
შიშით გული მიკანკალებს.
ნეტავ, წვიმად მოვსულიყავ,
გულისგულში ჩაგწვდომოდი,
მერე წყაროდ ამომსკდარი
შენს ხევხუვებს გავყოლოდი.
მელიკლიკა, მეჩუხჩუხა,
ნაკადულის ტკბილი ჰანგით,
კვლავ შეგესვა ჩემი ჩქერი
როგორც მათრობელა ბანგი.
მზე თუ ცაში წამიყვანდა,
ღრუბლად ვიქცეოდი იმწამს,
რომ კვლავ წვიმით დამენამა
ჩემი საქართველოს მიწა."
ციცინო ბურნაძე დაიბადა 1943 წლის 17 აპრილს, ხაშურში. დაამთავრა ხაშურის პირველი საშუალო სკოლა, შემდეგ კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის დირექტორის მოადგილედ. ბიოგრაფიული ცნობების მიხედვით, ხაშურის ახალგაზრდობის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, ბოლო წლებში მუშაობდა ხცისის საჯარო სკოლის დირექტორად.გარდაცვალებამდე კი დირექტორის მოადგილედ. გარდაიცვალა 2011 წელს.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани