Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
კასპის ხელისუფლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე უარი თქვეს
კასპის ხელისუფლებას თანამედროვე ტექნოლოგიების უგულვებელყოფაში და საბჭოური, ჩამორჩენილი მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებენ. კერძოდ, კომპანია ,,კომბესტ ჯეოს" წარმომადგენლების ცნობით, მერიამ უარი თქვა სამუშაოების ალტერნატიულ მეთოდზე, რომლითაც, მაგალითად, ქარწიხის დასახლებაში თავიდან აცილებული იქნებოდა ქუჩების გადათხრა.

საქმე ეხება გურამიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩებზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებს, სადაც, ახალი მილების ჩასაწყობად, კასპის მერიამ ჭების და თხრილის გაკეთება ამჯობინა ექსკავატორით; გრუნტის დამუშავება ხელით, ხოლო ამორტიზირებული ასბესტის მილების გატანა ნაყარში.

,,კომბესტ ჯეოს" წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ სამუშაოების განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა ,,გადათხრის გარეშე"

„ტექნოლოგიები გადათხრის გარეშე“ გულისხმობს უახლესი, არატრადიციული მეთოდის მეშვეობით ახალი მილსადენების გაყვანას და ელექტრო კაბელების გარსაცმის გაყვანას. ამორტიზირებული საკანალიზაციო, სანიაღვრე, წყალმომარაგების, გაზის მილების და ა.შ. ჩანაცვლებას ახლით და დიამეტრების გაფართოვებას. კასპის მერიის მიერ დაგეგმილი სამუშაოები ითვალისწინებს მხოლოდ ღია ხერხის მეთოდს და არ არის მითითებული ალტერნატიული ტექნოლოგია, რაც ზღუდავს ჩვენს უფლებებს და არ გვაძლევს მონაწილეობის საშუალებას. ჩვენი კომპანია მოითხოვს ამ ტენდერის შეჩერებას და პირობების შეცვლას, რათა შეძლოს ისარგებლოს თანაბარი უფლებით და მიიღოს მონაწოლეობა ტენდერში ალტერნატიული მეთოდის გამოყენების." - აღნიშნავს ,,კომბესტ ჯეოს" წარმომადგენელი დიმიტრი ბახტაძე.

საქართველოს შესყიდვების სააგენტომ კასპის მერიას დაავალა გადაეხედა სატენდერო მოთხოვნებისთვის და, შესაბამისად, მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის იქნებოდა ეფექტური და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ფინანსური ხარჯების გაწევაც მისაღები იქნებოდა.

კასპის მერიის კოლეგიამ, 7 კაცის შემადგენლობით, 14 აპრილს იმსჯელა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით საკანალიზაციო მილების მონტაჟი მიუღებელია. მათი აზრით, აღნიშნულ ქუჩებზე არ არის ასფალტი და შესაბამისად გაბურღვის მეთოდს არ საჭიროებს. ხოლო ღია მეთოდით (თხრილების გაკეთება და ექსკავატორის მუშაობა) უფრო ეფექტური და ადვილია. აქედან გამომდინარე, კომპანია ,,კომბესტ ჯეო" კასპის ხელისუფლებამ მომსახურებაზე უარი განუცხადა.

პ.ს. კასპი ერთ-ერთი ის ქალაქია, სადაც ,,ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალგაზრდული გადამზადების ცენტრი’’ გაიხსნა.  ცენტრის მიზანია რეგიონში თანამედროვე განათლების ტენდენციების და ინოვაციების დამკვიდრება. 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020