Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ქარელის რაიონში ჭირისუფლებს სახლში სხვისი ცხედარი მიუსვენეს
უჩვეულო ამბავი მოხდა ქარელის რაიონში. დევნილთა კორპუსებში მცხოვრები, 94-წლის ნინა ცისკაძის ცხედარი საავადმყოფოდან სოფელ ბრეთში, სხვის ოჯახში გადაასვენეს. გარდაცვლილი მაშინ ამოიცნეს, როდესაც ტახტრევანზე სუდარა მოხსნეს. ბრეთელ ჭირისუფლებს სარეცელზე ზნაურიდან დევნილი ქალის ცხედარი დახვდათ.

როგორც ირკვევა, ამავე დღეს, გორის საავადმყოფოში ორი ქალი გარდაცვლილა. ამათგან ერთ-ერთი, სოფელ ბრეთის მკვიდრი, 79-წლის ქალბატონი იყო. მეორე კი, - ზნაურიდან დევნილი, 94-წლის ქალი, რომელიც ქარელში, დევნილთა კორპუსში ცხოვრობდა.

როგორ აღმოჩნდა ზნაურელი ნინა ბებო ბრეთში?

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ორივე ოჯახის წარმომადგენლებს ესაუბრა. როგორც ირკვევა, საავადმყოფოს პერსონალმა ცხედრებს სხვა და სხვა ტანსაცმელიც ჩააცვა.

94-წლის ნინა ცისკაძე ბოლო ერთი თვეა ქარელში, ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში, შვილიშვილთან ცხოვრობდა. 2008 წლის ომის შემდეგ, ოკუპირებულ ზნაურის რაიონის სოფელ ახალშენში ცხოვრობდა და მარტში წითელი ჯვრის საზოგადოების წევრებმა გამოიყვანეს. ერთი კვირის წინ მისი მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში დააწვინეს. რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ცხედარი კი, ორი დღის წინ დაკრძალეს.

,,როდესაც მივიტანეთ ტანსაცმელი საავადმყოფოში, გვითხრეს, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში შესვლა არ შეიძლებოდა, ხოლო გარდაცვლილს ჩვენ ჩავაცმევთო, რაშიც თანხა 40 ლარი უნდა გადაგვეხადა. არ მქონდა 40 ლარი და მივეცი 20 ლარი. ამის შემდეგ ველოდებოდით, როდის გამოასვენებდნენ. ქარელში ჩვენი მანქანით გადასვენებას ვაპირებდით" - ამბობს ნინა ცისკაძის რძალი.

ცისკაძეები საავადმყოფოს ეზოში დაახლოებით 2 საათი იცდიდნენ. მოულოდნელად, საავადმყოფოს ეზოში შემოვიდნენ ბრეთელები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ოჯახში სხვა მიცვალებული მიუყვანეს:

,,მხოლოდ ამის შემდეგ შევიტყვეთ, რომ ჩვენი ნინა ბებო ბრეთში წაუყვანიათ," - აცხადებენ ცისკაძეების ოჯახში.

რა მოხდა ბრეთში

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ბრეთში იმ ოჯახის წევრებს შეხვდა, სადაც ნინა ბაბო მიიყვანეს. მათი თქმით, აუცილებელია მთელმა ქვეყანამ გაიგოს, თუ რა უსამართლობა მოხდა. გვთხოვეს მხოლოდ, რომ მათი ბებიის სახელი და გვარი არ გავამჟღავნოთ.

,,ჩემი ბაბო სულ ოთხი დღე იწვა საავადმყოფოში. მანამდე ინფარქტი გადაიტანა და ამ ერთი კვირის წინ კიდევ ცუდად გაგვიხდა. მოგვიწია ამჯერად გორში წაყვანა. ვნახულობდით ყოველდღიურად 15-15 წუთი. როცა გარდაიცვალა, გვითხრეს, რომ თუ მომსახურების თანხას გადავიხდიდით, სოფელში თავიანთი ტრანსპორტითვე, სასწრაფო დახმარების მანქანით გადაასვენებდნენ. მივუტანეთ ტანსაცმელი. მოათავსეს სუდარაში და სასწრაფოს მანქანით წამოიყვანეს სოფელში. ჩვენც თან გამოვყევით. საავადმყოფოში არც გვანახეს ცხედარი და ვერც ვნახავდით, რადგან ბაბოს ცხედარი მთლიანად შეხვეული იყო ნაჭერში" - ყვება შვილიშვილი, ბრეთში მცხოვრები.

სოფელ ბრეთში, საავადმყოფოს მანქანით მიყვანილი ცხედარი ოთახში დაასვენეს. სუდარის გახსნისას გარდაცვლილის შვილმა იცნო, რომ ცხედარი არ იყო დედამისის. ამის შემდეგ უკვე ნათელი გახდა, რომ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ.

ბრეთელები ამბობენ, რომ უსამართლობაა მხოლოდ მძღოლზე ჯოხის გადატეხვა, რადგან ამ საქმეში პასუხი სხვებმაც უნდა აგონ. როდესაც საავადმყოფოში დაბრუნდნენ, იძულებული გახდნენ, რეანიმაციულ განყოფილებაში შესულიყვნენ და საკუთარი თვალით ენახათ მიცვალებული.

,,რაც იქ ვნახე, წარმოუდგენელია. ბაბოს ტანსაცმელი იყო მიყრილი. რაც მოხდა, ეს გულგრილობაზე მეტია" - ამბობს გარდაცვლილის შვილიშვილი, ბრეთში მცხოვრები.

ფოტოზე: ქარელი, დევნილთა კორპუსი

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020