Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
ერგნეთის 86-ე შეხვედრაზე 17 საკითხი განიხილება
დღეს, 15 მაისს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე
რეაგირების სამუშაო ჯგუფის 86-ე შეხვედრა მიმდინარეობს. თბილისისა და
ცხინვალის დელეგაციებს ახალი წარმომადგენლები ჰყავს. საქართველოს
ხელისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური
დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ანთიძე წარმოადგენს, ხოლო ოსურ მხარეს -
ეგორ ყოჩიევი.
დღის წესრიგის მიხედვით, მხარეები 17 საკითხს განიხილავენ. ირაკლი ანთიძემ, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, განაცხადა, რომ პრინციპულად დაისმება საკითხი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ობიექტური გამოძიების შესახებ. შეხვედრის დაწყებამდე განცხადება ასევე საქართველოს მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმაც გააკეთა.
„ქართული მხარისთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი ამ შეხვედრის ფარგლებში გახლავთ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ყველა იმ საკითხის დაყენება, რაც დაეხმარება ქართულ გამოძიებას, რომ ტრაგედიასთან დაკავშირებით სიმართლე დადგინდეს. ბუნებრივია, ეს ყველა კითხვას მოიცავს. თვითონ IPRM-ი არის ის სტატუს-ნეიტრალური ფორმატი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ყველა საკითხი დაისვას აბსოლუტურად. დღეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ქართული მხარე არის მაქსიმალურად მობილიზებული, მომზადებული იმისათვის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული ყველა კითხვა იქნას დასმული იმ ამოცანით, რომ პასუხები იქნას მიღებული. წინასწარ შედეგებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა ჩვენი ძალისხმევა არ მოდუნდება. მე ვიცი ასევე ჩვენი პარტნიორების განწყობა, მათ შორის გვქონდა შეხვედრა ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და საერთო განწყობა გახლავთ, რომ ეს ფორმატი და მისი შესაძლებლობები მაქსიმალურად იქნას გამოყენებული კონკრეტულად ამ საკითხის ირგვლივ ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად“, - განაცხადა ციხელაშვილმა.
,,შეხვედრის მონაწილეები იმ მოვლენებზე იმსჯელებენ რომელიც წინა შეხვედრის (რომელიც 1 მარტს გაიმართა) შემდეგ განვითარდა." - აღნიშნულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани