Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
ხანდაზმული პოეტის ვირტუალური სამყარო
„თქვენი აზრით, რამდენი წლის ვარ?“, - შეხვედრისთანავე ღიმილით
გვეკითხება. თეთრი პიჯაკი აცვია, მოკლედ შეჭრილი თმით და აკურატული
მაკიაჟი აქვს. ვცდილობთ მყისიერად ვუპასუხოთ. როცა იგებს, რომ ოცი
წლით ნაკლები ხნის გვგონია, ამაყად გვეუბნება, - „78-ის
გახლავართ“.
კიდევ უფრო მეტი შთაბეჭდილების მოსახდენად ხელში პლანშეტს იღებს. „სამასი მეგობარი მყავს უკვე, სამ წელიწადში“, სოციალურ ქსელში ორი გვერდი აქვს, ერთ ანგარიშს საკუთარი სახელით მართავს, მეორეს „ნუნუს ლექსები“ ჰქვია.
პირველი ლექსი სტალინის გარდაცვალების დღეს დაწერა. მაშინ, სკოლის მოსწავლე ნუნუ ბერიშვილმა, მძაფრი ემოციებისაგან გათავისუფლება მხოლოდ ამ გზით შესძლო. „ბელადი“ დღემდე უყვარს. დღემდე რითმავს ყველა გრძნობას, სევდას თუ სიხარულს. შეყვითებულფურცლებიანი რვეულები სავსეა ლექსებით, ბოლოში მიწერილი თარიღით. პირველი ლექსის ხელნაწერი არ შემორჩა. ბოლო კი უკვე „ვორდშია“ დაბეჭდილი. კომპიუტერში ძველი რვეულების ელექტრონული არქივიც შექმნა.
ნუნუ ბერიშვილი საკუთარ ლექსებს ინტერნეტში ეძებს და ღიმილით კითხულობს. დადებითი გამოხმაურება უსაზღვროდ ახარებს. ბედნიერეია, ინტერნეტის საშუალებით თავის შემოქმედებას ფართო აუდიტორიას რომ უზიარებს.
მოძველებული კომპიუტერი ოთახის კუთხეში დგას. რამდენიმე თვის წინ გაფუჭდა და შვილმა პლანშეტი ათხოვა. ნუნუ ამბობს, რომ კომპიუტერთან უფრო კომფორტულად მუშაობს, თუმცა ელექტრონული მოწყობილობის გარეშე თავი უკვე ვეღარ წარმოუდგენია.
მეზობლები ნუნუ ბერიშვილს ათწლეულებია იცნობენ, მაგრამ პოეტი რომ არის, გვერდზე კორპუსში მცხოვრებმა ეთერ ჩხარტიშვილმა, ფეისბუქის საშუალებით გაიგო.
ნუნუმ ცხოვრების დიდი ნაწილი ქობულეთში გაატარა. ძალიან უყვარს ზღვა. „იცით როგორ ვცურავდი? წერტილივით ვჩანდი სანაპიროდან, ისე შორს გავდიოდი“, იხსენებს ნუნუ. ზღვას ისევ ხშირად აკითხავს. სანაპიროზე სეირნობა ახარებს. ეს ადგილი მისთვის შთაგონების წყაროდ არაერთხელ ქცეულა.
ნუნუ ზღვიდან თავის საყვარელ ადგილას მიდის. ორსართულიანი სახლის ეზოში შედის, მაგრამ იქ არავინ ხვდება.
იქვე, სკამზე ჯდება და ელის, როდის მოვლენ მისი მეგობრები. ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ რვა წლის წინ იპოვა და მას შემდეგ იქაურობა მისთვის ყოველდღიურ თავშეყრის ადგილად იქცა. აქვე მიაგნო ვირტუალური ურთიერთობის შესაძლებლობას. ცენტრში კომპიუტერის მოხმარება ასწავლეს და 80 წელს მიახლოებულმა ქალბატონმა ახალი სამეგობრო და შემოქმედების თაყვანისმცემლები გაიჩინა. სიახლეების ძიება და დროზე ფეხის აწყობა, პროფესიით პედაგოგისთვის, რთული არ იყო.
ნუნუ ბეროშვილმა 53 წელი საგანმანათლებლო სექტორს შეალია. რუსული ენის სპეციალისტი, ჯერ ბავშვებთან, მერე კი ქობულეთის განათლების განყოფილებაში მეთოდისტად მუშაობდა. დღეს ორ რამეზე ოცნებობს: ყველას ჰქონდეს ღირსეული სიბერე და გამოსცეს საკუთარი ლექსების კრებული. დახმარება ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ეპატიჟება. სპონსორების ძებნას არ წყვეტს, თუმცა ბედნიერია, რომ აუდიტორიამ უკვე გაიცნო. „ უფ, რა მშვენიერი ლექსია, გაიხარეთ, ქალბატონო ნუნუ“ ,- ასეთი კომენტარები სოციალურ ქსელში დღეს მისთვის ტაშიც არის და აღიარებაც.

მასალა მომზადებულია qartli.ge-ს
ჟურნალისტის თათია გოლოშვილისა და რადიო ,,მარნეულის" ჟურნალისტის
ვლადიმერ ჩხიტუნიძის მიერ ტრენინგის ,,ნარკვევის სტილში ამბების
მომზადების" ფარგლებში. პროექტი
ხორციელდება
IREX M-TAG -ის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით
Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани