Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
სოფელში 11 ადგილზე ახალი სისტემიდან წყალმა ამოხეთქა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, სასმელი წყლის ახალი სისტემის მეორედ რეაბილიტაციის მიუხედავად, მილებიდან წყალი ჟონავს. ამის ამსახველი ფოტო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა დღეს 21 მაისს გადაიღო. მილიონიანი პროექტის შედეგი, რომლის განხორციელება 2016 წლის ივნისიდან დაიწყო, 2018 წლის მაისშიც არ ჩანს.

დღეს, დილით, მილებში სასმელი წყლის გაშვების დროს, შემკრებ ჭიდან წყალმა ამოხეთქა. წნევა იმდენად დიდი იყო, რომ წყალი არა მხოლოდ შემკრები ჭიდან, არამედ მიწიდანაც ამოვიდა. გორის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ბონდო მარუაშვილის თქმით, ასეთი ,,ამოხეთქვის" 11 ფაქტია დაფიქსირებული.

,,ყველაფერი მოგვარდება, მიმდინარეობს სამუშაოები და ყველა ხარვეზი აღმოფხვრილი იქნება," - აცხადებს ბონდო მარუაშვილი. მისი თქმით, ქვახვრელის სასმელი წყლის სისტემა ჯერ მათ ბალანსზე გადაცემული არაა.

კომპანია, რომელსაც ქვახვრელის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის დასრულება ჰქონდა დავალებულია, ,,გეოპლასტია". ის საქმიანობაში 2017 წლის შემოდგომიდან ჩაერთო. მანამდე, ქვახვრელის სისტემას ,,არქიკულტურა" აკეთებდა. ,,გეოპლატსს" ხელშეკრულების ვადა 2018 წლის 15 მაისს ამოეწურა.



,,ჩვენ როდესაც ჩავერთეთ საქმიანობაში, უნდა აღმოგვეფხვრა 25 დაზიანება. როცა დავიწყეთ მუშაობა, აღმოჩნდა, რომ დაზიანება 70 ადგილზე იყო. საბოლოოდ, 100 ადგილზე მოგვიწია დაზიანების აღმოფხვრა. იმდენად ცუდად იყო გაკეთებული ეს სისტემა, რომ იმის თავიც აღარ გვაქვს, რომ გავაგრძელოთ. ფაქტობრივად, მთელი რესურსი ამ დაზიანებების აღმოფხვრაში დავხარჯეთ" - აცხადებს კომპანია ,,გეოპლასტის" წარმომადგენელი კონსტანტინე საღარეიშვილი.

ქვახვრელის სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის 26 ივნისიდან ,,არქიკულტურამ" დაიწყო და 2016 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა. ხელშეკრულების ვადა 2017 წლის მაისამდე გაუგრძელეს. მიუხედავად ამისა, სამუშაოები მაინც არ დაასრულეს. თუმცა 890 000 ლარიდან აითვისეს 800 000 ლარი აითვისეს. იმ პერიოდში მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო დავით ონიაშვილი, რომელიც 2017 წლის შემოდგომიდან ოპოზიციაში, ,,შენების მოძრაობაში" გადავიდა.

2017 წლის შემოდგომით, კომპანია ,,არქიკულტურას", სამუშაოების დროულად ვერშესრულების გამო, პირგასამტეხელო, მხოლოდ, 90 000 ლარი დააკისრეს. 2017 წლის 15 დეკემბრიდან კი, ,,გეოპლასტი" ჩაერთო. ,,გეოპლასტი" ამბობს, რომ მათ თავიანთი სამუშაოები შეასრულეს (მრიცხველების დამონტაჟება, დაზიანებების აღმოფხვრა), თუმცა, დაზიანებები იმდენად მასშტაბური იყო, რომ 169 000 ლარით, მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020