Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ათენში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის პოლიციის მიერ მიმდინარე წლის 21 მაისს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ ათენში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 17 მოქალაქეა დაკავებული.

შსს-ს ცნობით, აღნიშნულ პირებს აქტიური კავშირი ჰქონდათ მიმდინარე წლის აპრილში საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ე.წ. კანონიერ ქურდთან - ნოდარ შუკაკიძესთან (მეტსახელად „ნოდარ გლდანსკისთან“).

,,ქართველი სამართალდამცველები კვლავ აქტიურად განაგრძობენ ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობას, რის შედეგადაც საბერძნეთში კიდევ ერთი წარმატებული სპეცოპერაცია ჩატარდა." - აღნიშნეს დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საბერძნეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 100-მდე სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. მათ ბრალად ედებათ ძარცვა, ყაჩაღობა, ბინების მრავალგზის ქურდობა, ასევე, დიდი ოდენობით ნაქურდალი ნივთების შენახვა-რეალიზაცია და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

17-ვე დაკავებულს ბრალი ედება საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 374-ე და 98-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებში, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, კვლავ აქტიურად გააგრძელებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტერპოლთან და ევროპოლთან თანამშრომლობას, ოპერაციების მომზადების, განხორციელების და ოპერატიული ინფორმაციების მიწოდების მიმართულებით.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020