Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ჯიოევის განცხადებით ცხინვალი მზადაა დევნილთა საკითხების განსახილველად
23 მაისს, ცხინვალში, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების დელეგაცია ჩავიდა. მათ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი მურატ ჯიოევი შეხვდა. შეხვედრას, ცხინვალის მედიის ცნობით, ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

,,დევნილთა პრობლემის გადაწყვეტას და ჟენევაში ამ საკითხის განხილვას დიდი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ ოსეთისათვის,“ - განაცხადა ჯიოევმა შეხვედრაზე.

მურატ ჯიოევმა თანათავმჯდომარეებს შეახსენა, რომ 1991 წლიდან საქართველოდან გაძევებული იქნა ასი ათასზე მეტი ოსი, რომლებიც ლტოლვილებად გადაიქცნენ, მათი პრობლემა, მისი აზრით, ამდენი წლის შემდეგ ვერა და ვერ გადაწყდა.

ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგში, დევნილთა პრობლემების საკითხი, თავიდანვე შეტანილი იყო, თუმცა დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები მის განხილვაზე უარს ამბობენ. ამის მიზეზად, ჯიოევი ასახელებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ჟენევის გვერდის ავლით, უკვე რამდენიმე წელია საკითხი განსახილველად გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე, გააქვს.

„ჟენევის დისკუსიების ფარგლებს გარეთ, სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე, ამ პრობლემის პოლიტიზირება ხდება. საკითხის პოლიტიზირება მიზეზია იმისა, რომ ეს საკითხი არ იქნას განხილული ჟენევაში. ჩვენ მზად ვართ საკითხის განსახილველად ნებისმიერ მოედანზე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვიქნებით კონსტრუქციულად მივუდგეთ პრობლემის გადაწყვეტას ჟენევაშიც“, - აღნიშნა მან.

ჯიოევი განმარტავს, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჟენევის პროცესს და მზად არიან ყოველი ღონე იხმარონ, რათა მას ჰქონდეს დადებითი დინამიკა და წავიდეს ძირითადი მიზნისკენ - უზრუნველყოს ცხინვალისა და მისი ხალხის უსაფრთხოება. თანათავმჯდომაეებთან შეხვედრის დროს, მან გამოთქვა მზადყოფნა ნაყოფიერი მუშაობისათვის, აღნიშნა დღის წესრიგის ყველა საკითხის დიდი მნიშვნელობა.

„ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ დღის წესრიგი იყოს კონსტრუქციული და შეესაბამებოდეს დროისა და მხარეების ინტერესებს“, - განაცხადა ჯიოევმა.

მან ეფექტური უწოდა ინციდენტების პრევენიისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, ერგნეთში გამართულ შეხვედრებს, სადაც ასევე განიხილება ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგის რიგი საკითხები. ჯიოევმა აღნიშნულ მექანიზმს უწოდა ძალიან ქმედითი მექანიზმი, რომლის ფარგლებში უზრუნველყოფილია მხარეებს შორის კავშირი „ცხელი ხაზით“.

ევროკავშირის წარმომადგენელი ტოივო კლაარი დაეთანხმა იმას, რომ ჟენევის პროცესი მნიშვნელოვანია და ყველა მხარე ანიჭებს მას დიდ ნიშვნელობას.

„ამ შემოდგომაზე ჟენევის პროცესს ათი წელი უსრულდება. ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ ურთიერთგაგებას მთავარ საკითხებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ძალისხმევა არ უნდა გაგრძელდეს“, - ციტირებს კლაარის სიტყვებს ოსური მედია.

თანათავმჯდომარეები ცხინვალში ჩავიდნენ ოთხშაბათს, 23 მაისს. მომავალში ჟენევაში გასამართი დისკუსიების ახალი რაუნდის დღის წესრიგის განსახილველად. დისკუსიები დაგეგმილია ივნისში.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020