Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
23-წლის მძღოლს, რომელმაც სურამში დედა-შვილი იმსხვერპლა, საბოლოო განაჩენი გამოუტანეს
23 წლის მამაკაცს, რომელმაც სურამში, დედა-შვილი მანქანით იმსხვერპლა,
8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2018 წლის 24 მაისს მიიღო.
განაჩენის მიხედვით, ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ძალაში დარჩენას ითხოვდა შიდა ქართლის პროკურატურის პროკურორი ნანა გუგუტიშვილიც. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 6-დან 10 წლით თავისუფლების აღკვეთას.
თავდაპირველად, გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს მინიმალური, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გორის სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გორის სასამართლოს განაჩენი და ბრალდებულს სასჯელი 2-წლით დაუმძიმა.
ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და მოითხოვა ძალაში დარჩენილიყო გორის სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან ბრალდებულს ჰყავს 5 წლის გოგონა, რომლის ერთადერთი პატრონიც თვითონაა და არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები.
ასევე, საკასაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა გ. ჩ-სათვის სასჯელის ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ მან ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული; აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; არ არის ნასამართლევი; მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ.
უზენაესი სასამართლოს განაჩენის მიხედვით, პროკურორ ნანა გუგუტიშვილს არ მოუთხოვია სასჯელის უმაღლესი ზომა - 10 წელი.
შეგახსენებთ, 2017 წლის 5 აგვისტოს, სურამში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე, ავტომობილ „ნისან ტიდათი“ მოძრაობისას, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ.ჩ. ქვეითად მოსიარულეთა ტროტუარზე დედა-შვილს - 1979 წელს დაბადებულ შ.მ.-ს და 2012 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს დაეჯახა. ისინი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ.
ფოტოზე: პროკურორი ნანა გუგუტიშვილი

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани