Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
ტახტისძირში დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე ამოღებული დნმ-ის ნიმუში ბრალდებულს არ ეკუთვნის
2018 წლის 21 მარტს, გორის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქარელის
მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში მცხოვრები მამაკაცი წარდგენილ
ბრალდებაში გამართლდა და დარბაზიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება
ექსპერტიზის პასუხს დაეყრდნო, რომლის მიხედვით დნმ-ის ნიმუში
ბრალდებულის სახლის ეზოში ნაპოვნ იარაღზე არ აღმოჩნდა.
დნმ-ის კვალი ასევე არ აღმოჩნდა იმ პიროვნებაზე, რომელზეც ბრალდებულის მხარემ განაცხადა, რომ იარაღი სახლის ეზოში მან შეინახა.
2017 წლის 11 ივნისს, ჯერჯერობით, დაუდეგენელმა პირ(ებ)მა სოფელ ტახტისძირში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, დედა-შვილი მოკლეს. ორი ქალის მკვლელის ვინაობა გამოძიებისათვის ამ დრომდე უცნობია. ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში დედა-შვილის საზარელი მკვლელობის საქმის გამოძიების გაჭიანურების გამო.
გამოძიება, მკვლელობის იარაღი 2017 წლის 20 ივნისს სოფელ ტახტისძირში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან ამოიღო. მისივე სახლიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერება.
,,იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიებას არ ჰქონდა პირდაპირი მტკიცებულება მამაკაცისთვის მკვლელობის ბრალდების წარსადგენად, საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო სისხლის სამართლის საქმე იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით, რაშიც ბრალი წარედგინა სწორედ ო.ბ.-ს. იმ შემთხვევაში, თუკი მას სასამართლო დამნაშავედ ცნობდა აღნიშნულ ბრალდებაში, პროკურატურა გეგმავდა, მისთვის მკვლელობის ბრალდებაც წაეყენებინა." - აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრში.
საბრძოლო მასალების შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულის პროცესი გორის სასამართლოში მიმდინარეობდა. გარდაცვლილთა ოჯახის ინტერესების დამცველი იურისტები ამბობენ, რომ მკვლელობის ფაქტის გახმაურებისას, 2017 წლის 13 ივნისს, ბრალდებულმა თანასოფლელებს განუცხადა, რომ რაც საბრძოლო მასალა და იარაღი გააჩნდა, გადამალა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა განმარტა: ხალხს მოუწოდა არა თუ იმ იარაღის გადამალვა, რითაც მკვლელობა მოხდა, არამედ ვისაც რა გააჩნდა, სახლიდან მოეშორებინათ, რადგან პოლიციას ეჭვი შესაძლოა ნებისმიერ პირზე მიეტანა.
ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებულია არაერთი გასროლილი მასრა, მათ შორის - მიწის შრეებიდან. ადამიანის უფლებათა ცენტრის მტკიცებით, მასრები გასროლილია იმავე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, რითაც ჩადენილია მკვლელობა.
,,იარაღი და საბრძოლო მასალა ამოღებულია ო.ბ.-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან, სადაც ის იყო მიწაში დაფლული, ხოლო ასაფეთქებელი ნივთიერება მისი სახლის სარდაფიდან. საცხოვრებელი სახლიდანვე ამოღებულია იარაღის ვაზნები, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალას." - აღნიშნავს დაზარალებული ოჯახის ინტერესების დამცველი.
ბრალდებულმა განმარტა, რომ არა მარტო მისი ოჯახის საცხოვრებელი სახლის ეზოში, არამედ, ბევრი ოჯახის ეზოში საბრძოლო ვაზნები 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდიდან ყრია. ტახტისძირი გამყოფ ხაზთან მდებარეობს. ბრალდებულის მხარე აცხადებდა, რომ დიდი ალბათობით საბრძოლო ვაზნები, რუსი სამხედროების მიერ იქნებოდა გამოყენებული.
2018 წლის 21 მარტს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მამაკაცს, იარაღის შეძენა-შენახვისთვის წარდგენილ ბრალდებაში სრულად გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ გადაწყვეტილების მოტივად დაასახელა გარემოება, რომ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე არ იყო ბრალდებულის დნმ, ასევე საქმეში არ იყო მოწმის ჩვენება, რომელიც იქნებოდა უშუალო თვითმხილველი თუ როგორ ჩაფლა იარაღი და საბრძოლო მასალა მიწის ნაკვეთში.
,,დღეის მდგომარეობით, დედა-შვილის მკვლელი თავისუფალია და საზოგადოებას საფრთხეს უქმნის. შიშის ქვეშ არის სოფელ ტახტისძირში მცხოვრები მოსახლეობა. " - აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრში.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა როგორც პროკურატურას, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით და მოითხოვა შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ანაბეჭდებისა და დნმ-ის ნიმუშების იდენტიფიცირება. საქმეზე ჩატარებულია არაერთი ექსპერტიზა, მაგრამ დღემდე არ არის დადგენილი, ვის ეკუთვნის შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ანაბეჭდები და დნმ-ის ნიმუშები.
საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობის ადგილზე ამოღებულია დნმ-ის ნიმუშიც. ბრალდებულის მხარე ამტკიცებს დნმ-ი ნიმუში არ დაემთხვა ბრალდებულისგან ამოღებულ ნიმუშს. ასევე, არ დაემთხვა იმ პიროვნებას, რომელზეც ბრალდებულმა განაცხადა, რომ მისი ოჯახის ეზოში საბრძოლო მასალები სხვამ დაფლა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს: გაატარონ დროული და ეფექტიანი საგამოძიებო მოქმედებები სოფელ ტახტისძირში მოკლული ორი ქალის საქმის გასახსნელად და დამნაშავის დასადგენად. ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლის წარმოებაში არის საქმე იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით - ობიექტურად შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება.
დვანის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ დედა დაახლოებით 62 წლისა იყო, გოგო - 30-წლამდე. დანარჩენი ორი გოგო დაოჯახებულები არიან სხვა სოფელში. დედის მეუღლე დაკარგულად ითვლება ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани