Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
მარიხუანით სავსე მინდვრიდან გორის პოლიციამ სადავო ნიორი დააყადაღა
,,აქ უნდა ნახოთ, რა ხდება ხოლმე. როგორც კი, მოსავალს ავიღებთ,
მაშინვე მოეფინებიან ხოლმე არემარეს. სავსეა აქაურობა ველური კანაფით"
- ამბობს მოსავლის მფლობელი, რომელსაც წუხელ ნიორი დაუყადაღეს.
წუხელ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, 60 მეასედ მიწის ნაკვეთში, ტერმელაშვილების ოჯახის მიერ მოყვანილი ნიორი დააყადაღეს და პოლიციის მონაწილეობით საწყობში გადაიტანეს. ნაკვეთში მხოლოდ ველურად ნაზარდი მარიხუანა დარჩა.
პროკურატურის დავალებით, გორის შს სამმართველოს მეჯვრისხევის განყოფილებამ გამოძიება ტერმელაშვილების წინააღმდეგ ქურდობის მუხლით დაიწყო.
გამოძიების დაწყების საფუძველი კომპანია ,,ფილობათერის" წარმომადგენელის ზარი გახდა 112-ზე, რა დროსაც პოლიციას აცნობა, რომ მათ კუთვნილ ნაკვეთიდან ნიორს იპარავდნენ. გაირკვა, რომ ნიორი მიწის ნაკვეთზე ტერმელაშვილის ოჯახმა მოიყვანა. გუშინ მიწიდან ამოიღეს და მზეზე გასაშრობად დააწყეს.
გვიან საღამოს, მეჯვრისხევის განყოფილებაში ტერმელაშვილების ოჯახის წევრები დასაკითხად დაიბარეს. მათ ინტერესებს ადვოკატი ზაზა გიგაური იცავს. ზაზა გიგაური ამბობს, რომ ნიორი ტერმელაშვილების საკუთრებაა.

ფოტოზე: ადვოკატი ზაზა გიგაური, ტერმელაშვილების ოჯახის ადვოკატი
,,საქმე იმაშია, რომ მიწის ნაკვეთის თაობაზე ტერმელაშვილებს და ეგვიპტური კომპანიის წარმომადგენლებს დავა აქვთ. ისინი 2013 წლიდან 2015 წლამდე პარტნიორები იყვნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოსავალს ტერმელაშვილები საკუთარი სახსრებით უვლიან. 2017 წლის დეკემბერში, კომპანიის იურისტმა პოლიციას აცნობა, რომ მის ნაკვეთში ტერმელაშვილმა ნიორი დათესეს. პოლიციამ უპასუხა, რომ წარმოადგენდა სამოქალაქო დავას და ედავათ სასამართლოში. სასამართლოში დავა არ წასულა. როგორც ჩანს, დააცადეს ოჯახს, რომ ნიორი მოეყვანათ, შემდეგ კი, მოსავალი თავად დარჩენოდათ" - აცხადებს ზაზა გიგაური.
ადვოკატი აცხადებს, რომ უნდა გაიმიჯნოს ორი საკითხი - მიწაზე დავა და ნივრის მფლობელობა.
,,ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე ამბობს, რომ ნიორს იპარავდნენ, თუმცა აღიარებს, რომ ეს მისი ნიორი არაა. ამას თავად წერენ ზამთარში. უფრო მეტიც, წერენ, რომ მიწის ნაკვეთში ნიორი ტერმელაშვილებმა დათესეს. აქედან გამომდინარე, თუკი ნიორი ტერმელაშვილებმა დათესეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ნიორი ტერმელაშვილების საკუთრებაა" - აცხადებს ზაზა გიგაური.
რაც შეეხება მიწაზე დავას, ზაზა გიგაური ამბობს, რომ ამ დავას ქურდობასთან შეხება არა აქვს.
,,როგორც ზემოთ აღვნიშნე, მიწის მესაკუთრეობის საკითხი ცალკე განსახილველია. არსებობს წერილობითი სახის ხელშეკრულებები, სადაც ჩანს, რომ 2013 წელს ოჯახის უფროსმა ტერმელაშვილმა ფული ასესხა კომპანიის წარმომადგენელს, შემდეგ ამ ფულით იყიდა მიწის ნაკვეთი იმავე ტერმელაშვილებისგან. თანაც, თანხა ბოლომდე არაა გადასხდელი." - აცხადებს ზაზა გიგაური.

ფოტოზე: კომპანიის წარმომადგენელი პოლიციისგან ელოდება ნივრის დაყადაღებას და საწყობში გადატანას
კომპანია ,,ფილობათერის" წარმომადგენელი-იურისტი წუხელ ნივრის ბაღებთან იმყოფებოდა. მან ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. საჯარო რეესტრში ნაკვეთი მის სახელზეა რეგისტრირებული. რაც შეეხება ნიორს, ჩვენს კითხვაზე, მიიღეს თუ არა მონაწილეობა ნივრის მოყვანაში, კომპანიის წარმომადგენელმა დუმილი ამჯობინა.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани