Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
მინი ფეხბურთში გორის თასის მფლობელი ,,კომბინატია" - მეჯვრისხეველები მსაჯის დასჯას ითხოვენ
დღეს, გორის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ფინალური მატჩი მინი
ფეხბურთში, სადაც ,,გორის თასი 2018"-ის მფლობელის ვინაობა გაირკვა.
ერთმანეთს ჩემპიონატის გამორჩეული გუნდები - ქალაქის ,,კომბინატი" და
მეჯვრისხევის თემში დაკომპლექტებული ,,მეჯვრისხევი"
დაუპირისპირდა.
ჩემპიონი ,,კომბინატი" გახდა, რომელმაც გამარჯვება ერთქულიანი სხვაობით, 1:0 მოიპოვა.
,,არ გვინდა თასი, არა. წავიდეთ. ეგ თასი მსაჯს გაატანეთ," - ცხარობდნენ მეჯვრისხეველები, რომლებიც ფეხბურთელებს მოუწოდებდნენ, რომ არ დალოდებოდნენ საზეიმო ცერემონიალს. მეჯვრისხეველების პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მათი აზრით, მსაჯებმა თამაში 5 წუთით ადრე დაამთავრეს.
ვინაიდან მსაჯის გადაწყვეტილება საბოლოაა, ტურნირის ორგანიზატორებმა მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს. მეჯვრისხევის თემში მერის წარმომადგენელი ლექსო ბუჯიაშვილი ამბობს, რომ მსაჯის არაკომპეტენტურობის შესახებ საკითხის განხილვას მოითხოვენ: ,,ჩვენ მაგ მსაჯს მაინც არ ვაპატიებთ. ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ მას არ დასჯიან," - აცხადებს ლექსო ბუჯიაშვილი.

ფოტო: ტურნირის ბომბარდირს, მეჯვრისხევის გუნდის წევრს ნუგზარ ნაზარაშვილს ჯილდოს გორის საკრებულოს თავმჯდომარე გადასცემს
1-ელ და მე-2 ადგილებზე გასულმა გუნდებმა სპეციალურად დაწესებულ ფულად ჯილდოსთან ერთად კომპანიებისგან საჩუქრებიც დაიმსახურეს. განსაკუთრებით, გულუხვი აღმოჩნდნენ მეჯვრისხეველების მიმართ.
გამაგრილებელი სასმელების კომპანიამ ორივე გუნდს თურქეთში ,,აიდას" კურორტზე დასასვენებელი საგზურები გადასცა. ,,ევრორეგიონული უნივერსიტეტის" ადმინისტრაციამ მეჯვრისხეველებს 500 ლარი აჩუქა. იმავე მეჯვრისხეველებს გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ 1000 ლარი გადასცა. მეჯვრისხევის მეფრინველეობის ფაბრიკის წარმომადგენელმა კი, - თანასოფლელ გუნდს 300 ლარი მისცა.

ფოტო: ფინალის საუკეთესო მოთამაშე ვახტანგ ხუციშვილი, კომბინატის გუნდის მოთამაშე
კომბინატის გუნდს ერთ-ერთმა მოქალაქემ 200 ლარი ჯილდოს სახით გადასცა. რესტორანმა ,,ჟოზეფმა" კომბინატელ მეკარეს 100 ლარი აჩუქა.
რაც შეეხება ნომინაციებს, საუკეთესო ფეხბურთელის და ბომბარდირის წოდება მეჯვრისხევის გუნდის ფეხბურთელს ნუგზარ ნაზარაშვილს მიანიჭეს. ,,კაფე 22-მა" მას 100-ლარიანი ვაუჩერი გადასცა. ფინალურ ტურში საუკეთესო ფეხბურთელად ,,კომბინატელი" ვახტანგ ხუციშვილი დასახელდა. საუკეთესო მეკარედ ასევე ,,კომბინატელი" ფეხბურთელი გამოაცხადეს.

ფოტო: ტურნირის საუკეთესო მეკარეს ჯილდოს გორის ,,დილას" ხელმძღვანელი გადასცემს
შეგახსენებთ, 2018 წლის 2 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით, ,,გორი 2018"-ის თასის მოსაპოვებლად 20-მდე გუნდი იბრძოდა, მათ შორის, როგორც ქალაქში, ასევე, სოფლებში დაკომპლექტებული გუნდები.
,,ეს თასი საბოლოოდ დარჩება იმ გუნდს, რომელიც მომავალ ჩემპიონატებზე სამჯერ მოიპოვებს მას. აღნიშნული ტურნირი წელს იწყება და ტრადიციულ სახეს მიიღებს," - აღნიშნავს გორის მერიის სპორტის ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენელი ვასილ ბალახაძე.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани