Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ცხინვალში ,,ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სიის საპირისპიროდ ,,გრიშა სანაკოევის" სიას ადგენენ
დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" და მასთან დაკავშირებული საკითხები გააცნო. პარალელურად, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტში ,,გრიშა სანაკოევის სიის" შედგენა დაიწყეს. 

ოფიციალური თბილისი ითხოვს, რომ ,,ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" შეყვანილ პირებზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადეს. თავის მხვრივ, ცხინვალი იმ პირების დასჯას მოითხოვს, რომლებსაც, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის ომის პერიოდში, თანამოქალაქეების გარდაცვალებაში მიუძღვით წვლილი.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-პირიან სიაში შემდეგი ადამიანები არიან შეყვანილი: 1. დავით ჯემალის ძე გურწიევი; 2. ალიკ ფიროდის ძე ტაბოევი; 3. რაშიდ კანჯიოღლი; 4. სლავის სვიატოსლავის ძე ბადია; 5. რაულ მახტის ძე კორტავა; 6. ზაურ ანდროს ძე ჭითანავა; 7. ციბრონა (ეკა) ახალაია; 8. ოთარ ტურნანბა; 9. ალიკა წაბრია; 10. რუსლან დომენტის ძე ჯოპუა; 11. როზა ჯოჯოს ასული მირცხულავა; 12. დიმიტრ არშბა; 13. ვლადიმერ გუნია; 14. ალხაზ მირცხულავა; 15. გია ტუჟბა; 16. გენრიხ გენრიხის ძე ჭანბა; 17. ვლადიმერ გრიგოლის ძე ანუა; 18. ზაურ ცეცხლაძე იგივე მიხეილ თარბა; 19. გენადი ბაგრატის ძე აშხაცავა; 20. გელა ალეკოს ძე ვანაჩა; 21. ოთარ ფალავანძია; 22. ოლეგ პაპასკირი; 23. აფრიკან ბგანბა; 24. ვახტანგ უბირია; 25. ვლადიმერ ემინის ძე ნაჩაჩ-ოღლი; 26. შურიკ (ალექსანდრე) კოკოსკერია; 27. ლევ სარდინოის ძე ბიჩენოვი; 28. გია თუაევი; 29. ფისო ივანეს ძე ვაზაგოვი; 30. თამაზ ოთარის ძე ბესტაევი; 31. რამჩიკ ედიკას ძე ფუხაევი; 32. არკადი ოთარის ძე ძერანოვი; 33. ზურაბ თენგიზის ძე დუდაევი. 

,,გრიშა სანაკოევის სიის" შემადგენლობა ჯერ უცნობია. დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ხელმძღვანელი პეტრე გასიევი ამბობს, რომ სიის შედგენაზე მუშაობენ.

გიგა ოთხოზორიას ისტორია

2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, რომლებიც, ცეცხლსასროლი იარაღით გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრ გიგა ოთხოზორიას ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. სათვალთვალო კამერის კადრში ჩანს, რომ სამხედრო ფორმიანი პირები მისდევენ სამოქალაქო ფორმაში მყოფ მამაკაცს, აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრიან.

არჩილ ტატუნაშვილის ისტორია

2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ი.პ. და ლ.ქ. საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიიდან შევიდნენ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე, სადაც არჩილ ტატუნაშვილის კუთვნილი ავტომანქანით და ლ.ქ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით შეიტანეს ხილ-ბოსტნეული. საქართველოს პროკურატურის ცნობით, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან, არჩილ ტატუნაშვილს, ი.პ.-ს და ლ.ქ.-ს ოკუპირებული ახალგორის ე.წ პროკურატურის პროკურორის თანაშემწემ დავით გურწიევმა, ოკუპირებული ახალგორის ე.წ „КГБ“-ს სამსახურის განყოფილების უფროსმა ალიკ თაბოევმა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებმა ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ჯერ არჩილ ტატუნაშვილი, ხოლო მოგვიანებით - ი.პ. და ლ.ქ. გადაიყვანეს ახალგორის რაიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში, სადაც არჩილ ტატუნაშვილს დაადეს ხელბორკილი და წამების მიზნით, გადასცეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს შეიარაღებულ თანამშრომლებს, რომლებმაც იგი წაიყვანეს ცხინვალში. ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მოგვიანებით არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

გრიშა სანაკოევის ისტორია

გრიშა (გრიგოლ) სანაკოევი 1992 წლის 22 ივნისს დაიღუპა. ის საბრძოლო მოქმედებების დროს ტყვედ ჩავარდა. ცხინვალის უშიშროების სამსახურის ცნობით, 1992 წლის 22 ივნისს 18-წლის მებრძოლი სასტიკად აწამეს. ე.წ. ომონში სულ 7 თვე მსახურობდა. იგი დასაფლავებულია ცხინვალის მე-5 სკოლის ეზოში. მისი სახელი წოდება ჯავაში ერთ-ერთ ქუჩას და ინტერნატს.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020