Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
კასპის მერიამ საბავშვო ბაღის სახურავს რეაბილიტაცია მეორადი მასალით ჩაუტარა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, საბავშვო ბაღისთვის გათვალისწინებულ შენობის სახურავს რეაბილიტაცია მეორადი მასალით ჩაუტარდა. ამის შესახებ იმ წერილებშია აღნიშნული, რომელიც კასპის მერიამ მშენებლ კომპანიასთან აწარმოა.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, დაახლოებით 120 კვ.მ ფართობიდან, ახალი თუნუქი, მხოლოდ, 45 კვ.მ ფართობზე დაჭირდათ. დანარჩენ ფართობზე მანამდე არსებული, მეორადი მასალა გამოიყენეს:

,,ძველი მასალა კვლავ გამოდგებოდა. პროექტის მიხედვით, ასე იყო მითითებული. ჩვენ ისე გავაკეთეთ, როგორც ეს პროექტშია აღნიშნული, ვგულისხმობ ხარჯთაღრიცხვის სახით წარმოდგენილ განაცხადში," - აღნიშნავს კომპანია ,,ჯდს კომპანის" წარმომადგენელი ალექსანდრე გეჯაძე.

კასპის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ნოდარ ნატროშვილი ამბობს, რომ ძველი სახურავი ქარმა გადახადა, ამიტომ, გადაწყვიტეს სახურავის რეაბილიტაცია:

,,ეს შენობა თავის დროზე წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახლს. ძველი აშენებულია, თუმცა რეაბილიტაცია ჩატარებული ჰქონდა. ძლიერი ქარის დროს, სახურავი დაზიანდა. გადავწყვიტეთ მისი რეაბილიტაცია, რომელიც შესაძლებელი იყო იმ მასალით გაკეთებულიყო, რომელიც მანამდე არსებობდა," - აცხადებს ნოდარ ნატროშვილი.

პროექტის მიხედვით, კომპანიას უნდა შეეძინა ასევე ხის მასალა. კასპის მერი წერილში აღნიშნავს, რომ ახალი თუნუქის ყიდვა შესაძლებელი გახდა სამუშაოების დროს წარმოშობილი ეკონომიკიის და ხის მასალის ხარჯზე:

,,რეაბილიტაციის დროს ხის მასალა იმაზე ცოტა დაგვჭირდა, ვიდრე ეს პროექტით იყო გათვალისწინებული. ამ ეკონომიკიის ხარჯზე შევიძინეთ ახალი თუნუქი, ისე, რომ რეაბილიტაციის საერთო თანხა არ შეცვლილა," - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

კასპის მერის წერილის მიხედვით, მეორადი თუნუქის მასალის ნაწილი იმდენად დაზიანებული იყო, რომ 45 კვ.მ ფართობზე, ახალი თუნუქის ყიდვა დაჭირდათ.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020