Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
სოფელ ბროლოსანს მთის სტატუსს მაშინ მიანიჭებენ, თუკი სოფელს 1 ოჯახი დატოვებს
სოფელი ბროლოსანი მთის სტატუსის გარეშეა. დასახლება ზღვის დონიდან 900 მ-ზე მაღლა მდებარეობს. სტატუსი იმ სოფლებს აქვთ, რომლებიც ბროლოსნამდე, შედარებით, ქვემოთ მდებარეობს. მიზეზი ოფიციალურად გარკვეულია.

იმისათვის, რომ 30-კომლიან სოფელს მთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს, მოსახლეობა 25%-იან მიგრაციას უნდა განიცდიდეს. არითმეტიკული გაანგარიშებით კომისიამ დაადგინა, რომ მიგაცია 24,85%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო წლებში (აღწერიდან აღწერამდე) დემოგრაფიული ცვლილება არ მომხდარა - ანუ სოფელს არავინ ტოვებს.

სოფლის წარმომადგენელი ვაჟა ლომიძე ამბობს, რომ საკმარისია სოფლიდან ერთი ოჯახი ამოეწეროს, რომ ნორმა დაცული იქნება. სოფლიდან ამოწერას კი არავინ აპირებს.



შალვა ჩინჩალაძე ერთ-ერთი იმათ შორის, რომელსაც დადგენილი ნორმების უკვირს. გვიჩვენებს დაკეტილ სახლებს, რომელშიც ხალხი სისტემატიურად აღარ ცხოვრობს. ასევე გვეუბნება, რომ 2002 წლის აღწერის შემდეგ, მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობა შეცვლილია:

,,ჩვენ არ ვიცით, რა სიებით სარგებლობენ, მაგრამ მაგალითად 2002 წელს თუკი სკოლაში 160-მდე ბავშვი დადიოდა, დღეს მათი რაოდენობა 60-ია. თან სკოლაში ხუთი სოფლის ბავშვები არიან. ამ სამოციდან კი, ბროლოსანიდან 10 ბავშვი დადის“ - ამბობს შალვა ჩინჩალაძე.

შალვა ივანაშვილი სოფლის გასაჭირზე საუბრობს. ამბობს, რომ სოფელი მესაქონლეობით ირჩენს თავს.



,,ყველს თუ ამოიღებს ვინმე და გაყიდის, ან მაწონს შეადედებს და შემდეგ წაიღებს ქალაქში და გაყიდის - ესაა შემოსავლის წყარო, მაგრამ ქალაქამდე წასვლა ხომ უნდა? ტრანსპორტი არ დადის, გზაც დაზიანებულია. პენსია კი, აქ საცხოვრებლად საკმარისი არაა“ - ამბობს შალვა ივანაშვილი.

სოფლის განაპირას, ტყესთან გულნარა ჩინჩალაძის საცხოვრებელი სახლი დგას. ის თავისი ოჯახით რუსთავში ცხოვრობს, მაგრამ ზაფხულს შვილიშვილებთან ერთად ბროლოსანში ატარებს. შავმიწა ნიადაგში კართოფილი, ლობიო და პომიდორი მოჰყავს:
,,ის, რაც მოგვყავს, ამ შავმიწა ნიადაგის დამსახურებაა. რა თქმა უნდა, წვიმა უნდა იყოს, რომ მოსავალი მოვიდეს. ყოველთვის წვიმის იმედზე ვერ ვიქნებით, ამიტომ აუცილებელია სასუქიც. ჩვენ ასე თუ ისე, შეგვიძლია სასუქი შევიძინოთ, მაგრამ ამ ხალხმა რა ქნას? ვინც აქ მუდმივად ცხოვრობს? ძალიან გული მწყდება, რომ ვერ სარგებლობენ მთის სტატუსით“ - ამბობს გულნარა ჩინჩალაძე.

მასთან ერთად ორი შვილიშვილი ისვენებს სოფელში. ისინი რუსთავის სკოლაში სწავლობენ. უხარიათ, რომ ორი დღის შემდეგ, სოფელში მამაც ჩავა.



,,სოფელში ბავშვი აღარ არის. ეს ბავშვებიც სხვაგან ცხოვრობენ და ჩამოდიან ზაფხულობით. მე არ ვიცი, ეს რა კანონია. აუცილებელია, ყველა წავიდეს სოფლიდან და მერე მოგვცენ სტატუსი?“ - კითხულობს შალვა ჩინჩალაძე.

სოფლის წარმომადგენელი წაღვლის თემში ვაჟა ლომიძესაც უკვირს, რომ ამ პატარა და მთის სოფელს სტატუსი რომ არა აქვს:

,,იმდენად ვიყავით დარწმუნებული, რომ თითქმის გადაწყვეტილი გვეგონა ეს საკითხი. დაახლოებით, ერთი თვის წინ, მთავრობიდან ხაშურის მერიას სთხოვეს, რომ წარმოედგინათ იმ სოფლების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ხელახალი შემოწმება. ჩვენ ყველანაირი დოკუმენტაცია წარვუდგინეთ, მაგრამ საოცრება მოხდა: დემოგრაფიულ ცვლილების ნორმას 0,15 პროცენტი დააკლდა“ - ამბობს ვაჟა ლომიძე.



ადგილობრივები ფიქრობენ, რომ საკითხის მოგვარება ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს სიმონ ნოზაძეს შეუძლია, რადგან ის პარლამენტარია და ვალდებულია ტრიბუნა გამოიყენოს:

,,არჩევნების დროს, სიმონ ნოზაძე დაგვპირდა, რომ 99%-ით ეს საკითხი ჩვენს სასარგებლოდ იქნებოდა გადაწყვეტილი, მაგრამ არჩევნები დიდი ხანია გავიდა. ახლა ახალი არჩევნები მოდის და კიდევ ველოდებით მათ ამოსვლას და ამ დაპირების მოცემას,“ - ამბობს შალვა ჩინჩალაძე.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020