Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
„მაროს“ წევრების მიმართ მუქარის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო
საინიციატივო ჯგუფ "მაროს" წევრების მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მუქარებსა და შეურაცხმყოფელ კომენტარებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს. ჯგუფის წევრებმა ერთი თვეა, რაც სტალინის ქუჩისთვის მარო მაყაშვილის სახელის მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, მათ მიმართ აგრესია ფეისბუქში სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა.

„ვიფიქრეთ, რომ შესაძლოა კიდევ უფრო რთული შედეგები მოჰყოლოდა ამ საქმეს, ამიტომ მივმართეთ შსს-ს. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულზე სამართალდამცავებს მანამდე ინფორმაცია არ ჰქონდათ. ჩემი გამოკითხვის შემდეგ უკვე დაიწყეს გამოიება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მუქარებში პირდაპირი მიმართვა არ იყო ლიკვიდაცისა და სიცოცხლის ხელყოფის შესახებ, მაგრამ ფონი შეიქმნა ისეთი, რომ შესაძლოა ვინმეს ქუჩაში დახვედროდნენ, ფიზიკურად გასწორებოდნენ და ა.შ. სწორედ მსგავსი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, მივიჩნიეთ, რომ საჭირო იყო ამ საქმეში სამართალდამავები ჩართულიყვნენ.“ - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი, ლექსო მერებაშვილი.



სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს საინიციატივო ჯგუფ „მაროს“ წევრი, გვანცა დოლუაშვილი. ორშაბათს გეგმავს შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლას ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, ნინო დალაქიშვილი, - ,,ჩვენი იდეის (სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე) ჯანსაღი და კონსტრუქციული კრიტიკა არ მოგვისმენია. იყო მხოლოდ ლანძღვა და გინება. ასევე, ჩაქოლვისკენ მოწიდებები და აგრესია ჩვენ მიმართ. ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ ყველაფრის თაობაზე (ლანძღვასა და აგრესიას ვგულისხმობ) არ გამოუთქვამთ შეშფოთება. პირიქით, ზოგიერთმა საჯარო მოხელემ ღიად დააფიქსირა ჯანსაღ ღირებულებებს მიღმა პოზიცია, რაც მხარდაჭერილი იყო გორის მერის მოადგილის მიერ.“

კომენტარები, რომელზეც ნინო დალაქიშვილი საუბრობს ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში დაიპოსტა. დავით გოგიაშვილი, რომელსაც მერის მოადგილემ, ეკატერინე სეხნიაშვილმა უპასუხა, მერიის ახალგაზრდული განყოფილების უფროსია.








საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 151 -ე მუხლითაა აღძრული. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოკითხვაზე დაიბარებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა.


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020