Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
დედას მამის გარეშე ბავშვები საზღვარგარეთ არ გაატანეს
საქართველოს უზენაესი სასამართლომ მისაღებად მიიჩნია ის გარემოება,
რომ მამის თანხმობის გარეშე, დედას საზღვარგარეთ არასრულწლოვანი
შვილები წაყვანა არ შეუძლია. ამის გარდა, სოციალური მომსახურების
სააგენტოს მუშაკმა არ გაითვალისწინა დედის თხოვნა და მამას არ
შეუზღუდა მშობლის უფლებები.
ამბავი ერთ-ერთ რაიონში მოხდა. უკანასკნელ ხანს მეუღლეებს შორის ურთიერთობა გამწვავდა და ისინი, თითქმის ერთი წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. შვილები ცხოვრობენ დედასთან. სახლში დედის არ ყოფნის დროს, ბავშვებზე ძიძა ზრუნავს. ორივე მშობელი მუშაობს.
დედამ შვილებთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლა გადაწყვიტა. მისი და, რომელიც ასევე ამერიკაში ცხოვრობს, თანახმაა, დააფინანსოს დედისა და მისი შვილების მგზავრობა. მან ბავშვების მამას სთხოვა თანხმობა ბავშვების გაყვანაზე იმ არგუმენტაციით, რომ, აშშ-ში ბავშვების მომავალი ცხოვრება უკეთესი იქნებოდა.
მამა ამ თხოვნას არ დაეთანხმა. აღნიშნულის გამო დედამ სარჩელი აღძრა მის წინააღმდეგ არასრულწლოვანი შვილების საზღვარგარეთ გაყვანისა და საზღვარგარეთის პასპორტის მიღებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე, მამისთვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის დაწესების მოთხოვნით.
დედა განმარტავდა, რომ მისი მშობლები, აგრეთვე დაც, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ, მამა ისე გარდაიცვალა, რომ შვილიშვილები არ უნახავს. დედა დაავადებულია მძიმე სენით და ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას და შვილიშვილების გაცნობა-მონახულებას. მას სურს დროებით ერთი თვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავროს ბავშვებთან ერთად. თუმცა ამისათვის აუცილებელია ბავშვებისათვის საზღვარგარეთის პასპორტის აღება, რაზეც მამა უარს აცხადებს.
მამამ მიუთითა, რომ დედას სურს ბავშვების საზღვარგარეთ არა დროებით, არამედ მუდმივად საცხოვრებლად წაყვანა, რადგანაც ის აპირებს საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლას, სადაც ცხოვრობენ დედის დაც და დედაც. ასეთ შემთხვევაში, მამას არ ექნება საშუალება, ურთიერთობა იქონიოს შვილებთან და არც იმის მექანიზმი არ არსებობს, რომ აღსრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვების აშშ-დან საქართველოში დაბრუნების შესახებ.
მეურვის პოზიცია:
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ დედას ბავშვების გაყვანა საზღვარგარეთ დროებით სურს. იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული მიჯაჭვულობა მამასთან, დიდი ხნით მასთან დაშორება, როგორც წესი, გამოიწვევს მათი ემოციური, სოციალური, ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დედამ ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ მას შვილების წაყვანა დროებით სურდა. სასამართლოს დასკვნით, თუ ბავშვები საზღვარგარეთ გავიდოდნენ საცხოვრებლად და ისინი ჩვეულ გარემოს მოსწყდებოდნენ, ეს უარყოფითად იმოქმედებდა მათ ჯანმრთელობასა და ფსიქოემოციურ განწყობაზე.
დედამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. დავაში სასამართლომ ბავშვებიც ჩართო.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე არის მზრუნველი მამა, ბავშვები სითბოსა და სიყვარულს ორივე მშობელს თანაბრად უნაწილებენ და რომელიმე მშობელთან არც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ და არც მიჯაჭვულები არ არიან.
მომდევნო ინსტანციის სასამართლოში მამამ წარადგინა სოციალურ ქსელში დედის დასთან გაკეთებული საუბრის ამონაწერი, რომლის მიხედვით მოსამართლემ მიიჩნია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დედის გამგზავრების რეალური მიზეზი მუდმივ საცხოვრებლად იქ დარჩენა იყო.
უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ პირველი და მეორე სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებში პროცესუალური დარღვევები არ შეინიშნება.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი(Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი(Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
აღნიშნულის გათვალისწინებით უზენაეს სასამართლოსთვის დედამ იმ მტკიცებულებების წარდგენა ვერ შეძლო, რომლითაც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ სურდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვებთან ერთად ერთი თვით დასასვენებლად წასვლა და, მისი მიზანი არ იყო იქ მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა.

დედის
პოზიცია

მამის
პოზიცია:

მესამე მცდელობა
დედამ უზენაეს სასამართლოში დამატებით აღნიშნა, რომ სოციალურ
სამსახურს უნდა ემსჯელა ისეთ საკითხებზე და გამოეკვლია ისეთი ფაქტები,
როგორიცაა, თუ რატომ არ შეიძლება და რატომ ზღუდავს დედას, დროებით
ბავშვები საზღვარგარეთ წაიყვანოს დასასვენებლად. სოციალური სამსახურის
მიერ წარმოდგენილი ცრუ ინფორმაციით, სასამართლო შეცდომაში შეიყვანეს.
არასრულწლოვანი ბავშვების წარმომადგენლად სასამართლოში უნდა
დანიშნულიყო გარეშე პირი, რომელიც გადაწყვეტდა, საქმის განხილვა
გაგრძელებულიყო, თუ თავიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში
დაწყებულიყო.საბოლოო
განაჩენი
უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ პირველი და მეორე სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებში პროცესუალური დარღვევები არ შეინიშნება.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი(Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი(Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
აღნიშნულის გათვალისწინებით უზენაეს სასამართლოსთვის დედამ იმ მტკიცებულებების წარდგენა ვერ შეძლო, რომლითაც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ სურდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვებთან ერთად ერთი თვით დასასვენებლად წასვლა და, მისი მიზანი არ იყო იქ მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა.
Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани