Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
იეჰოვას მოწმეების შეკრება სოფელ ორთაშენში - შეცვლილი მდგომარეობა 17 წლის შემდეგ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში (ოთარშენი) იეჰოვას მოწმეების შეკრებას ასეულობით ადამიანი ესწრება. საგუშაგო კოშკში ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან მიდიან.

ეს ის ადგილია, სადაც წლების წინ სასტიკ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ორთაშენის ინციდენტები არაერთხელ მოხვედრილა საერთაშორისო მედიის ყუდარღების ცენტრში. საქმე სასამართლოშიც იხილებოდა. მოსამართლე ალექსი მარიამიძე იხსენებს, რომ იმ პერიოდში სასამართლო პროცესების მიმართ უნდობლობა არსებობდა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოში აქმე რელიგიურ უმცირესობის სასარგებლოდ გადაწყდა.

დღეს ორთაშენში სიმშვიდეა. რელიგიურ უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ ამ სოფელში ინციდენტებს ადგილი არა აქვს. კონგრესის ჩასატარებლად საჭირო აღარ ხდება პოლიციის გამოძახება. ამ სიმშვიდის მისაღწევად რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლა დაჭირდათ.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ცნობით, საქართველოში იეჰოვას მოწმეთა რაოდენობა 18 000 აღწევს. ეს მონაცემები 2016 წლის პერიოდს მოიცავს.

1998 წლის 17 აპრილს რეგისტრაცია გაიარა „იეჰოვას მოწმეთა კავშირმა“. 1998 წლის 11 ივნისს დარეგისტრირდა მეორე იურიდიული პირი „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების ფილიალი საქართველოში“. ამ დროისათვის, საქართველოში უკვე არსებობდა 11 იურიდიული პირი, რომელიც სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის მიერ იყო დაფუძნებული. ამის მიუხედავად, სწორედ იეჰოვას მოწმეები იქცნენ რადიკალი პოლიტიკოსების სამიზნედ. 



ვითარება 2000- წლებში


ორთანშენში 2001 წელს იეჰოვას მოწმეები სასტიკად დაარბიეს. ამის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფლების ინტიტუტის" იმდროინდელ ანგარიშებშია მოცემული. ანგარიშის მიხედვით, თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლები ჩავიდნენ გორის რაიონის სოფელ ორთაშენში და შეხვდნენ სოფელში მაცხოვრებელ როგორც იეჰოვას მოწმეებს, ისე მართლმადიდებლებს. ამ სოფელთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა იეჰოვას მოწმე გახდა და ისინი ავიწროებდნენ მართლმადიდებლებს.

ორთაშენში იეჰოვას მოწმეებს ნაყიდი აქვთ სახლი, სადაც ისინი პერიოდულად იკრიბებიან და ატარებენ თავიანთ სწავლებებს. სახლი ეკუთვნის იეჰოვას მოწმე დავით სამხარაძეს. სახლის ეზოში მოწყობილია სპეციალური სცენა, საიდანაც ხდება ბიბლიის განმარტება, არის მიკროფონი და ხმის გამაძლიერებლები. იქვე მოწყობილია სანათლავი. თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ორთაშენელმა მართლმადიდებლებმა წუხილი გამოთქვეს იმის გამო, რომ სოფელში იეჰოვას მოწმეების რიცხვი ძალიან გაიზარდა, რომ მათ ხელს უშლის იეჰოვას მოწმეების კონგრესები, მუდმივი ხალხმრავლობა და ის ხმაური, რაც ამ კონგრესებს მოსდევს.

ამავე დროს, გამოითქვა რელიგიური ხასიათის პრეტენზიებიც. მაგალითად, დათო სამხარაძის მეზობელმა, ყოფილმა იეჰოვას მოწმე თინათინ ბალიაშვილმა განაცხადა: „არც დღე და არც ღამე მოსვენება არა მაქვს. ვისაც რა უნდა ის ირწმუნოს, მაგრამ მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ახლა, როცა ორი დიდი დღესასწაული - „ფერისცვალება“ და „მარიამობა“ - მოახლოვდა, მით უმეტეს, რომ ზოგიერთები მარხვასაც ვინახავთ, ჩემს მეზობლად კონგრესის ჩატარება და ბიბლიის არასწორი კითხვა, რაღაც მუსიკების მოსმენა ჩემზე ცუდად მოქმედებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი უფლებების დარღვევა და ჩვენზე ზეწოლაა.“

თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებთან საუბრის დროს იეჰოვას მოწმეებმა განაცხადეს, რომ აგვისტოში ისინი აპირებდნენ კონგრესის ჩატარებას ორთაშენში. მათ ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია, რომ განზრახული იყო კონგრესის დარბევა. დარბევის თავიდან ასაცილებლად იეჰოვას მოწმეებმა დახმარებისთვის მიმართეს გორის რაიონის გამგეობას და რაიონის პოლიციას, მაგრამ გამგებლის მოადგილემ ზაზა მებადურმა და რაიონული პოლიციის პირველი განყოფილების უფროსმა უარი თქვეს მათ დაცვაზე, იმ მოტივით, რომ გორში გართულებულია კრიმინოგენული მდგომარეობა და პოლიციას დრო არა აქვს, დაიცვას იეჰოვას მოწმეების სამდღიანი კონგრესი.

16 აგვისტოს 30-კაციანი ჯგუფი, რომლის წევრებსაც შავი ტანსაცმელი ეცვათ და გულზე თეთრი ჯვრები ეკეთათ, შეიჭრნენ ორთაშენში იეჰოვას მოწმეების სახლში. თავდამსხმელებს შორის იეჰოვას მოწმეებმა 5 ადგილობრივი  ამოიცნეს, რომელთა ვინაობაც იეჰოვას მოწმეებმა არ გაამხილეს. ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ იეჰოვას მოწმეები მანუჩარ გიორგაშვილი, სოსო ხარშილაძე და შალვა მამფორია. თავდამსხმელებმა სახლის ორივე სართულზე დალეწეს ყველაფერი, რისი დალეწვაც შეიძლებოდა, ეზოში გამოიტანეს დიდი რაოდენობით ლიტერატურა და დაწვეს, სცემეს შალვა მამფორია, სხვებმა კი მიმალვა მოასწრეს. შემდეგ მიადგნენ მეზობელ სახლში მცხოვრებ იეჰოვას მოწმე ომარ კაველაძეს, გაიყვანეს ეზოდან და ცემა დაუწყეს. ომარის მეუღლემ, ნუნუ კაველაძემ სცადა მიშველება, რის გამოც ისიც სცემეს. თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, რომ ნუნუ კაველაძეს ცემისგან დალურჯებული ჰქონდა ხელები. თავდამსხმელები მოვიდნენ იკარუსის ტიპის ავტობუსით (სახელმწიფო ნომერი “GEO OAA 049”), რომელიც იქვე ელოდებოდა დარბევის დამთავრებამდე. სოფლის შესასვლელში იდგა საგზაო პოლიცია, რომელიც იეჰოვას მოწმეებმა დასახმარებლად გამოიძახეს, მაგრამ პოლიცია მათ არ მიეხმარა.

დარბევის შემდეგ ორთაშენში ვითარება ძალიან დაიძაბა. ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობა აცხადებდა, რომ ისინი კარგად არიან ორგანიზებული და არ დაუშვებენ, რომ სოფელში მომავალში კიდევ ჩატარდეს იეჰოვას მოწმეების კონგრესები. მათი თქმით, მათ აქვთ საკმარისი რაოდენობის ტექნიკა, რათა გადაკეტონ სოფლის ყველა შესასვლელი.

23 აგვისტოს ორთაშენის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ სოფლის ცენტრში მოაწყო აქცია, რასაც დაესწრნენ თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლები მიხეილ ქარელი და ია მეფარიშვილი. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას და აცხადებდნენ, რომ 16 აგვისტოს იეჰოვას მოწმეების დარბევის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან სოფლის ზოგიერთ მაცხოვრებელზე დაიწყო ზეწოლა იმ მოტივით, რომ ისინი მონაწილეობდნენ დარბევაში. შეკრებილები უკმაყოფილებას გამოთქვამენ საგამოძიებო დეპარტამენტის გორის განყოფილებისა და მისი უფროსის, ვანო სამხარაძის მიმართ, რომლებიც იძიებენ ამ საქმეს. მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ პოლიციის მხრიდან ზეწოლა გაგრძელდება, სოფელში სიტუაცია უმართავი გახდება და ხელახლა დაარბევენ იეჰოვას მოწმეებს.

23 აგვისტოს შეხვედრაზე უნდა მისულიყვნენ რაიონის გამგებელი ზაზა კოშაძე და გამგეობის სხვა წევრები, მაგრამ დილიდანვე შეკრებილი მოსახლეობა საღამოს 5 საათამდე ამაოდ ელოდა მათ მისვლას. ზაზა კოშაძე იმ დღეს მსაჯის ფუნქციებს ასრულებდა გორის სპორტკომიტეტის დარბაზში, სადაც რაიონის გამგებლებს შორის მკლავჭიდში შეჯიბრი გაიმართა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020