Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
გორთან ჩამდინარე სამი მდინარიდან წყლის სინჯები აიღეს
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გორთან, ამონიუმის იონის მაღალი შემცველობა ყველაზე ხშირად მდინარე მეჯუდაზე ფიქსირდება. ის მდინარე ლიახვს უერთდება, შემდეგ კი, - მტკვარს. აღნიშნული მონაცემები 2016-2017 წლებში ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გორის ზედაპირული წყლის ობიექტების ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგი სისტემატურად მიმდინარეობს.

რაც შეეხება მდინარე მტკვარსა და მდინარე ლიახვს, მათში ამონიუმის იონის მაღალი კონცენტრაცია არ შეინიშნება. მტკვარში მისი გადაჭარბება მხოლოდ 2017 წლის ივლისში შეამჩნიეს.

ქალაქ გორის ტერიტორიაზე წარმოდგენილია გაზომვის 3 წერტილი - მტკვარზე, ლიახვსა და მეჯუდაზე. ამათგან, მეჯუდაზე გაზომვა ხორციელდება წელიწადში 4- ჯერ, ლიახვსა და მტკვარზე კი 12-12-ჯერ. იზომება ჟანგბადის ბიოლოგიური მოთხოვნის, აზოტოვანი ნივთიერებების, ასევე ფოსფატების, სულფატების, ქლორიდებისა, კალციუმის, კალიუმის ნატრიუმის, რკინის, თუთიის, სპილენძის, ტყვიის მაგნიუმისა და მანგანუმის კონცენტრაციები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აღნიშნულ ნივთიერებას თავისთავად არ გააჩნია ძლიერ ტოქსიკური მახასიათებლები, თუმცა იგი სპეციფიურ პირობებში გარდაიქმნება ნიტრიტად, რომელიც უაღრესად ტოქსიკურია იხტიოფაუნისათვის. მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის ზედაპირირულ წყლებში 2016-2017 წწ-ში ფოსფატების, სულფატების, ქლორიდების, კალციუმის, კალიუმის ნატრიუმის, რკინის, თუთიის, სპილენძის, ტყვიის მაგნიუმისა და მანგანუმის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების გადაჭარბება არ გამოვლენილა.

,,წყლის სავარაუდო დამაბინძურებლები ამონიუმის იონების მაღალი კონცენტრაციის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, ურბანულ და რურალურ ტერიტორიებზე, როგორც წესი, გაუწმენდავი საკანალიზაციო წყლების ჩადინებაა. იმის გათვალისწინებით, რომ გორის ტერიტორიაზე არსებულ საკანალიზაციო ქსელს არ გააჩნია ერთიანი, ფუნქციონირებადი გამწმენდი ნაგებობა, წყალში ამონიუმის იონების კონცენტრაციის გადაჭარბება არ წარმოადგენს მოულოდნელობას.“ - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევაში.

კვლევის თანახმად, ამონიუმის იონების წყალში მოხვედრას, შესაძლოა ასევე იწვევდეს სასოფლოსამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული სასუქების ნალექებთან ერთად მდინარეში მოხვედრა.

გარემოს სპეციალისტებს დადებითად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ 2016 წლისთვის დასრულდა სადგურის დასახლებაში საკანალიზაციო-გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, თუმცა აღნიშნული ობიექტის მოცულობა მხოლოდ ამ დასახლების საკანალიზაციო წყლების გაწმენდის საშუალებას იძლევა რაც ქალაქის საჭიროების მხოლოდ მცირე ნაწილია.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020