Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
აფხაზეთში დაღუპული გმირის ბიუსტი მოიპარეს
.გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მცხოვრებ ნაზო ჯეირანაშვილს შვილი უკვე მესამედ მოუკლეს. პირველად, 1993 წელს, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს. მეორედ მაშინ, როდესაც საფლავს ლითონები მოაცალეს. მესამედ კი, - ერთი თვის წინ. გამოძიებით დადგენილმა პირმა ბიუსტი მოიპარა და ჯართში ჩააბარა. პოლიციელებს ბიუსტი უკვე განადგურებული დახვდათ.

ოჯახმა გადმოცემით იცის, რომ ბრალდებული გორის მკვიდრია, რომელიც მეზობელ სოფელ დოესში ისვენებდა. ,,ასე უთქვამს, საბანაოდ მტკვარზე ქვახვრელში დავდიოდი ხოლმე საფლავების გზითო. მაგ დროს ვნახე ბიუსტიო. ეგ პიროვნება საფლავების ქურდობის ფაქტზე ბევრჯერ ყოფილა ნასამართლევი. იმ ღამით კიდევ ერთი, ჩვენი სოფლის ყოფილი თავმჯდომარის საფლავიდან წაუღია ლითონები. “ - აცხადებს სოფლის წარმომადგენელი დავით ადუაშვილი.

ზაზა სადაღაშვილი 1973 წელს სოფელ ქვახვრელში დაიბადა. ის 1993 წელს ტყვარჩელთან, ომში წასვლიდან 9 თვის შემდეგ, მოკლეს. ჯერ 20-წლისაც არ იყო. მისი ცხედარი სოფელში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

,,უბანი სავსე იყო ხალხით. ე.წ. გზაჯვარედინამდე ხალხი არ ეტეოდა. სკოლის ნაკვეთთან ხელმძღვანელობა ვერტფრენით ჩამოფრინდა. ყვავილების წასაღებად სკოლის ბავშვები დაიხმარეს. სკოლასთან გამოსათხოვარი ლექსი ბიბლიოთეკარმა ტირილით წაიკითხა. სამხედროები კი, ჰაერში სროლით გამოეთხოვნენ თანამებრძოლს,“ - იხსენებენ ადგილობრივები 1993 წლის ამბებს.


,,სამხედრო სავალდებულო სამსახურს გადიოდა, გორში ჩემი ფეხით გავაცილე.ცალკე ჩემი ნათესავების მდგომარეობით იყო შეწუხებული, ცალკე იმით, რომ იმ დროს უკვე ძალიან ბევრ გაჭირვებულ ადამიანს ხედავდა. სულ იმას მეუბნებოდა, დედა ხომ არავინ გაწუხებს სამსახურშიო. მე ოსი ვარ და არეულობის დროს ისედაც ვდარდობდი ჩემ ახლობლებზე. თვითონაც განიცდიდა ამ ამბავს. მერე უკვე საკუთარი თვალით ნახა ომი,“ - იხსენებს ნაზო ჯეირანაშვილი.



მას შემდეგ წლების განმავლობაში გარდაცვლილის დედას შავი თავსაბურავი არ მოუცილებია. ,,ჩემთვის უკვე მზე დაბნელებული იყო. სამსახურშიც მთხოვეს გასვლა, მაგრამ სად წავიდოდი. ცხოვრება ჩემთვის დანგრეული იყო“ - ამბობს ქალბატონი ნაზო.

დღეს მის ოჯახში იზრდებიან პატარები. ზაზას ძმას უკვე ოჯახი ჰყავს. ქალბატონმა ნაზომ ახალი ცხოვრება დაიწყო, თუმცა, ბოლო ფაქტმა, საფლავის ქურდობამ, 26-წლის წინანდელი ტრაგედიის იარა განუახლა.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020