Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
საბჭოთა სტატისტიკის მიხედვით გორის ტროლეიბუსებში მგზავრთა ნაკადი 6 მლნ-ზე მეტი იყო
გორს 1972 წლიდან 1984 წლამდე 22
ტროლეიბუსი ემსახურებოდა. მუშაობდა სამი ხაზი, მეოთხე ექსპლუატაციაში
1981 წელს შევიდა.
დაარსების დღიდან გაუქმებამდე, ყველაზე დიდი ნაკადი ტროლეიბუსებში 1980 წელს იყო წარმოდგენილი - 6 970 ათასი მგზავრით. ყველაზე ნაკლები 1985 წელს. ამ წელს ტროლეიბუსით 5 მლნ 905 ათასი მგზავრი გადაადგილდა.
მონაცემები 1988 წელს გამოცემულ სტატისტიკის გორის განყოფილების მიერ, სამსახურებრივი სარგებლობისთვის გამოცემულ კრებულში ,,ქალაქი გორი და გორის რაიონი" არის დაცული.
იხ. დოკუმენტი კრებულიდან: ქალაქი გორი და გორის რაიონი, 1988 წელი

კრებული დამუშავებულია და შედგენილია ე. მეშვილდიშვილის მიერ. დამუშავებაში მონაწილეობა მიიღეს განყოფილების თანამშრომლებმა: ე. მაზმიშვილმა, ლ. გუჩმაზაშვილმა, აგრეთვე, მ. მაზმიშვილმა და თ. ლალებაშვილმა.
ოფიციალური მონაცემებით, გორში, ტროლეიბუსების ხაზი 1972 წელს გახსნეს. 1975 წელს მგზავრდა ნაკადი უკვე 6 327 ათასს შეადგენდა. მგზავრობის ფასი 10 თეთრი იყო.
ტროლეიბუსების პარკი მცირედით ახლდებოდა. არსებულს სამი ახალი ტროლეიბუსი ჯერ 1984 წელს, შემდეგ 1990 წელს 2 ახალიც დაემატა.
როგორც გაზეთი ,,ქართლის ხმა“ 2010 წელს წერდა, ტროლეიბუსები მოულოდნელად გააქრეს და ხაზები ჩამოხსნეს. ხაზის სიგრძე, 2010 წლისთვის 39 კმ-ზე მეტი იყო. აღნიშნული გაზეთი გამგეობის ოფიციალურ პოზიციას ციტირებს:
,,ჩვენთვის საკმაოდ მტკივნეული იყო ტროლეიბუსების, როგორც გადაადგილების ყველაზე იაფი საშუალების ექსპლოატაციიდან ამოღება, მაგრამ ვინაიდან მუნიციპალიტეტს არ გააჩნდა შპს ტროლეიბუსის ბაზის განახლების საშუალება, ვფიქრობთ, რომ მაინც სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ტროლეიბუსების პარკი და არსებული ელექტროხაზები იმდენად გაცვეთილი იყო, რომ ხშირი იყო ავარიები, რის გამოც გადაადგილება მგზავრებისათვის არც თუ უსაფრთხო იყო. ამასთან ერთად წარმოება ფაქტიურად წაგებაზე მუშაობდა და მალე შესაძლოა გაკოტრების წინაშე აღმოვჩენილიყავით, რაც გაართულებდა ვითარებას. ამჯერად ჩვენი ამოცანაა აუქციონიდან მიღებული შემოსავალი მივმართოთ ახალი ალტერნატიული ტრანსპორტის მოძიებისაკენ, რომელიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უწინდებურად ხელმისაწვდომი იქნება'' - აცხადებენ გამგეობაში.“ - ციტატის დასასრული.

თანამედროვე მიდგომები - ველოსიპედის ბილიკები
გლობალური დათბობის პირობებში, მსოფლიოს ქვეყნებში მომუშავე გარემოს დაცველები, ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებენ შეამცირონ საწვავზე დამოკიდებული ტრანსპორტის რიცხვი, შესაბამისად, - ატმოსფეროში CO2-ის გაფრქვევა.
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემებით, გორში მსუბუქი მანქანების რიცხვი 23 ათასს აღწევს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელმომწერმა მხარეებმა, ატმოსფეროში გაფრქვეული ემისიების შემცირების მიზნით, საჭირო ღონისძიებების გატარების ვალდებულება იკისრეს.
კიდევ ერთ დოკუმენტში ,,მერების შეთანხმების შესახებ“ გორის ხელისუფლებას ამ კუთხით შესაბამისი ღონისძიებების გატარება ევალება. მრავალ კომპონენტთაგან, (თბოიზოლირებული შენობების მშენებლობა, გარეგანათებისთვის ეკონათურების დაყენება და ა.შ.) ერთ-ერთი სწორედ ტრანსპორტის საკითხების მოგვარება შედის.
ქალაქ გორმა, მერების შეთანხმების ფარგლებში, 2013 წელს ხელი მოაწერა მდგრადი „ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა“ (SEAP)-ს. ის ითვალისწინებს 2020 წლამდე სათბური ემისიების საბაზისო გაფრქვევების 20%-ით შემცირებას. სამოქმედო გეგმაში საუბარია ემისიის შემცირების ვალდებულებების შესახებ:
სატრანსპორტო სექტორის რეფორმირებისა და მიწათსარგებლობის გეგმარების პროცესში. ამის მიღწევა კი, ტრანსპორტის მდგრადი, გარემოზე ორიენტირებული განვითარების ხელშეწყობითაა შესაძლებელი. ეს, პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისებას და საქვეითო და საველოსიპედო გადაადგილებისათვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას გულისხმობს.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани