Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
გორში ობობამ ქალს უკბინა - ვარაუდები სახეობის ირგვლივ
,,გორმედის“ საავადმყოფოში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში მცხოვრები ქალბატონი მკურნალობს, რომელიც ამბობს, რომ კიდურებზე შავმა ობობამ უკბინა. ექიმის, გია სადაღაშვილის განცხადებით, პაციენტს მუცლის არეში ტკივილები აღენიშნება, ასევე, გაძნელებული აქვს სუნთქვა. პაციენტი ტკივილებს გრძნობს კიდურებზეც.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანა. ობობა კი, გადააგდეს.

,,გორმედის“ ტოქსიკოლოგი გელა ბერუაშვილი აცხადებს, რომ გამორიცხულია ქალი ,,შავი ქვრივისგან“ იყო დაკბენილი.

,,ჩემი აზრით, ამ სახეობის ობობასთან არ გვაქვს საქმე. ეს გამორიცხულია. საქართველოში უამრავი სახეობის ობობაა, რომელსაც ასევე აქვს ის თვისებები, რაზეც ქალბატონი საუბრობს. ბევრ ობობას აქვს შხამი, თუმცა, არა საშიში“ - აცხადებს გელა ბერუაშვილი. განმარტავს, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც არ გვინახავს ობობა, ძნელია, დაზუსტებით საუბარი.

გორის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორი, გია ედიშერაშვილი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, სწორედ, ,,შავ ქვრივთან“ გვაქვს საქმე, რომელსაც ყარაყუთს უწოდებენ.

,,როგორც აღწერენ ობობას, თავისი თვისებებით და ნაკბენისგან გამოწვეული სიმპტომებით, ეს ყარაყუთი უნდა იყოს, შავ ქვრივს რომ უწოდებენ. ის ძალიან შხამიანია და კვლევებმა აჩვენა, რომ 15-ჯერ მეტი ძალა აქვს გველის ნაკბენთან შედარებით. ასეთ ვითარებაში ალბათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შესაბამის მკურნალობას ჩაუტარებენ, მაგრამ ჩვენი მხრიდან დაზუსტებით თქმა ძნელია - იყო თუ არა ეს შავი ქვრივი“ - აცხადებს გია ედიშერაშვილი.

"შავი ქვრივის" ბევრი სახეობა ძალიან მშიშარაა და თავდასხმას ამჯობინებს დამალვას. საშიშროების მოახლოების დროს, იგი უმოძრაოდ ეცემა და მკვდრის შესახედაობას იღებს. "შავი ქვრივები" ადამიანებს კბენენ მხოლოდ გაღიზიანებულ ან შეშინებულ მდგომარეობაში.

საქართველოში, შავი ფერის ობობებს შორის, გავრცელებულია ასევე ,,სარდაფის ობობა“. ადამიანისათვის მისი შხამი სახიფათო არაა, თუმცაღა ნაკბენი შესაძლოა იყოს მტკივნეული და ტკივილმა რამდენიმე საათსაც კი გასტანოს. სარდაფის ობობას შხამი ნეიროტოქსიკურია და იწვევს ნერვული და კუნთოვანი უჯრედების მემბრანის აგზნებას.

1. ფოტოზე - სარდაფის ობობა



2. ფოტოზე - შავი ქვრივი, ყარაყურთი



Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020