Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ქვახვრელში ბავშვი დააყაჩაღეს - ეჭვი ,,გაზიფიცირებაზე" მომუშავე პირზე მიიტანეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, მცირეწლოვან მოზარდს მობილური ტელეფონი წაართვეს. შემთხვევა სოფლის ცენტრში 2018 წლის 28 აგვისტოს მოხდა.

უცნობმა პიროვნებამ ბავშვი ერთ-ერთი შენობის უკანა მხარეს გაიყვანა, პირზე ხელი ააფარა და ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა. შემდეგ კი, - მიიმალა.

გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. ეძებენ პიროვნებას, რომელიც გაზიფიცირების სამუშაოზე იყო დასაქმებული და ბოლო დროს აღარ გამოჩენილა.

კომპანია ,,შაჰარტის" წარმომადგენელი სვეტლანა კოვალენკო ამბობს, რომ პიროვნება, რომელზეც მომხდარ ფაქტზე ეჭვი აქვს, სუბკონტრაქტორს ჰყავდა დაქირავებული. სოფელ ქვახვრელში გაზიფიცირების სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

,,როგორც გავარკვიეთ, მობილურის გატაცებაში ეჭვმიტანილი უშუალოდ ჩვენი კომპანიის თანამშრომელი არ არის. ჩვენ გარკვეულ სამუშაოებზე დავიქირავეთ, ქვეკონტრაქტორის სახით, ერთ-ერთი კომპანია. სწორედ, ამ ქვეკონტრაქტორის თანამშრომელი იყო ის ახალგაზრდა. სადაურია, ისიც არ ვიცით" - ამბობს სვეტლანა კოვალენკო.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი, ლედი ოქროპირიძე აცხადებს, რომ კონკრეტულ დეტალებზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საჯაროდ ვერ ისაუბრებს, თუმცა კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს პოლიცია უკვე ახორციელებს. რა იგულისხმება ამ კონკრეტულ ღონისძიებებში (მაგალითად, ძებნა), შს სამინისტროს წარმომადგენელი არ აკონკრეტებს.

კიდევ ერთი ფაქტი, რაც გაზიფიცირებაზე მომუშავე პირებს უკავშირდება, 2018 წლის გაზაფხულზე მოხდა. მუშებისთვის გათვალისწინებული თანხა ბრიგადირმა (ე.წ. პრარაბმა) მიითვისა და მიიმალა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გაზიფიცირებაზე მომუშავე მუშებმა განუცხადეს.

მათი თქმით, ვინმე ლევანმა, რომელიც სამუშაოების დაწყების პირველივე თვეებში პროცესს ზედამხედველობდა, კომპანიისგან გადარიცხული თანხა არ გაანაწილა. საუბარია 10 მუშის, მათ შორის, ტრაქტორისტის ასანაზღაურებელ თანხაზე. თითო მუშას 1000-1200 ლარი აქვს ასაღები თვეში.

ვითარების შესახებ საქმის კურსშია კომპანია ,,შაჰარტის" ხელმძღვანელობა. კომპანიის წარმომადგენლის, სვეტლანა კოვალენკოს თქმით, მუშები კუთვნილ თანხას აიღებენ, ხოლო იმ ადამიანთან, რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა, სამართლებრივ ჭრილში ურთიერთობა კომპანიას ექნება.



იხ.
ამავე თემაზე:

ბრიგადირმა მუშების ფული გაიტაცა და მიიმალა - ჩივიან გაზიფიცირებაზე დასაქმებულები
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020