Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში კომაში მყოფი სამხედრო გარდაიცვალა
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ჰოსპიტალში
გარდაცლილი ჯარისკაცის საქმეს ეხმაურება და გამოძიების
მიმდინარეობასთან დაკავშირებით დეტალური სამართლებრივი შეფასების
წარმოდგენას აპირებს. ამის შესახებ ორგანიზაცია ინფორმაციას საკუთარ
ვებ-გვერდზე ავრცელებს.
საქმე ეხება მიმდინარე წლის 25 მაისს, ნორიოს ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც თავდაცვის სამინისტროს პირველი საარტილერიო ბრიგადის სამხედრო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთმა სამხედრომ – სერგო ჯიმშერაშვილმა, თავის ტვინის დაზიანებები მიიღო და 25 მაისიდან 1 სექტემბრამდე კომაში იმყოფებოდა.
სერგო ჯიმშერაშვილი 1 სექტემბერს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში თავის ტვინის ტრავმული შეშუპების, პოსტტრავმული კომატოზური მდგომარეობის და სუნთქვის მწვავე უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა.
EMC, ოჯახის მომართვის საფუძველზე, გამოძიების წინაშე სერგო ჯიმშერაშვილისა და მისი ოჯახისწევრების ინტერესებს იცავს.
„სერგო ჯიმშერაშვილის ჯანმრთელობის დაზიანებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის შესახებ მიმდინარე საქმის მასალების სრულად გაცნობის შემდეგ ირკვევა, რომ 25 მაისს მომხდარი დაპირისპირებისფაქტზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მყისიერი რეაგირება არ მომხდარა. ამ დროისთვისდაუდგენელი მიზეზებით, შსს-ში გამოძიება მხოლოდ 3 დღის დაგვიანებით დაიწყო. გამოძიებით დადასტურებულია, რომ სერგო ჯიმშერაშვილის მძიმე დაზიანებებით თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანის შესახებ, სამართალდმაცავ ორგანოში შეტყობინება სამედიცინო დაწესებულების მხრიდან მომხდარის ღამესვე გაკეთდა, თუმცა შეტყობინებაზე რეაგირება სამი დღის განმავლობაში უცნობი მიზეზითარ მომხდარა. გამოძიება, 2018 წლის 28 მაისს, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც კომაში მყოფი სერგო ჯიმშერაშვილის დედამ, შსს-ს ვაზიანის განყოფილებას განცხადებით მიმართა. გამოძიების მასალებით ასევე დგინდება, რომ ინციდენტში მონაწილე და შემსწრე პირები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მალავდნენ სერგო ჯიმშერაშვილის დაზიანებების რეალურ მიზეზს და წარმომავლობას. დაპირისპირების შემდეგ, ნორიოს ტყეში გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, ადგილზე მყოფმა სამხედრო პირებმა, სერგო ჯიმშერაშვილის უგონო მდგომარეობაში ყოფნის მიზეზად ინტოქსიკაცია დაუსახელეს. საქმის მასალებით ასევე იკვეთება, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომლები,სამხედრო პირებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისა და სერგო ჯიმშერაშვილის ცემის შესახებ 25 მაისს, კონფლიქტის დღესვე, ფლობდნენ ინფორმაციას. საქმეზე გამოძიებას, 28 მაისიდან, შსს ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველო აწარმოებდა. გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა ხუთ სამხედრო მოსამსახურეს, საიდანაც ერთი პირი ბრალდებულია სერგო ჯიმშერაშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ოთხი სამხედრო კი ბრალდებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე (სსკ-ის 376-ე მუხლი). ამ საქმეზე წინა სასამართლო სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ, ირაკლი სამხარაძე, რომელსაც ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედებოდა, პატიმრობაში დატოვა. 4 ბრალდებული კი 5 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე დარბაზიდან გაათავისუფლა. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, პროკურატურამ უზრუნველყოს გამოძიების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური წარმოება, რათა სრულად გამოიკვეთოს შსს-ს კრიმინალური პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის წარმომადგენელთა შესაძლო გულგრილობის, უმოქმედობის ან სხვა პირადი დაინტერესების და პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე, იმისთვის რომ სერგო ჯიმშერაშვილის ოჯახის წევრებს ხელი მიუწვდებოდეთ მიმდინარე გამოძიების პროცესზე და ჰქონდეთ შესაძლებლობადააკვირდნენ გამოძიების ხარისხს, პროკურატურამ უმოკლეს ვადებში უნდა უზრნველყოს მათთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭება.“- ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულგანცხადებაში.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани