Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
დევნილებს იუსტიციის სახლებში კიდევ ერთ ახალ სერვისს სთავაზობენ
იუსტიციის სახლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული და დევნილი მოქალაქეებისათვის ახალი სერვისი დაინერგა. დღეიდან მათ საშუალება ექნებათ, საცხოვრებელი სახლის მიღებასთან, დევნილის სტატუსსა და შემწეობასთან, ასევე, სხვა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული განცხადებები იუსტიციის სახლებში წარადგინონ და შესაბამისი სერვისი მიიღონ. 

მსგავსი მომსახურების მიღება იძულებით გადაადგილებულ პირებს მხოლოდ 3 ქალაქში შეეძლოთ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები დევნილები თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში უნდა ჩასულიყვნენ და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ერთეულებისათვის მხოლოდ ამ ქალაქებში მიემართათ, რაც მგზავრობის ფინანსურ ხარჯებსა და დროის დანაკარგთან იყო დაკავშირებული. 

სერვისების მიწოდების სფეროში იუსტიციის სახლი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან 2017 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს − ეკომიგრანტები საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის თხოვნით განცხადებებს იუსტიციის სახლებში წარადგენენ.

იუსტიციის სახლების მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებს 400-მდე მომსახურება მიეწოდებათ. მათ შორისაა როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე კერძო სექტორების სერვისები. იუსტიციის სახლში მომსახურების მიღება თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მინიმალურ დროშია შესაძლებელი.

იუსტიციის სახლის სერვისების სფერო მუდმივად ფართოვდება. 2013 წლიდან იუსტიციის სახლში შესაძლებელია my.gov.ge პორტალზე რეგისტრაცია; 2015 წლიდან უწყება გასცემს საიმიგრაციო ვიზებს, სამოგზაურო დაზღვევას, ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს სერვისებს (ჯამში 20 სერვისი). 2016 წლიდან იუსტიციის სახლში შესაძლებელი გახდა შემოსავლების სამსახურის სერვისების მიღება (ჯამში 10 სერვისი), დაინერგა პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებში (100 000-მდე ქულა) დაბადებული ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და მათთვის დაბადების მოწმობასთან ერთად პირველადი დანიშნულების ნივთების, ჰიგიენური საშუალებებისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ რეკომენდებული საკვები დანამატის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს. 2017 წლიდან იუსტიციის სახლებში დევნილთა საარსებო წყაროების შექმნისა და გაუმჯობესებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერის პროექტი ამოქმედდა; დაინერგა ეკომიგრანტებისათვის განკუთვნილი 7 სერვისი, შესაძლებელი გახდა ნასამართლეობის ცნობის აღება; ამოქმედდა უძრავი ქონების სადაზღვევო მომსახურება. 2018 წლიდან იუსტიციის სახლი გასცემს საერთაშორისო სიმ-ბარათებს, ლიცენზიებს ტაქსის მძღოლებისათვის, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 31 სერვისს. მიმდინარე წლის ოქტომბრიდან იუსტიციის სახლი მომხმარებელს ბიზნესის ავტომატიზაციის პროგრამებს შესთავაზებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020