Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
მეუფე ანდრია: ,,ვალდებულები ვართ გამოვთქვათ ჩვენი აზრი"
სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონკორდატზე, ამ ფორმით არ უნდა ერეოდნენ სასულიერო პირები, ტელეკომპანია ,,პირველის" ეთერში გორისა და ატენის მიტროპოლიტს ჰკითხეს. მეუფე ანდრიას განცხადებით, სასულიერო პირები ვალდებულები არიან საკუთარი აზრი გამოთქვან:

,,მე პირადად მოხარული ვიქნები, თუ ქალბატონი სალომე, პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, კონკორდატის მუხლების ამოქმედებაში მიიიღებს აქტიურ მონაწილეობას და ეს მუხლები, რომელიც კონკორდატში არის ჩაწერილი, კიდევ უფრო მეტ თანამშრომლობის შესაძლებლობას მისცემს ეკლესიასა და სახელმწიფოს. იმ მხრივ, თუ სასულიერო პირებს აქვთ თუ არა თავისი აზრის გამოთქმის უფლება, საზოგადოებისთვის მწვავე საკითხებზე, მე პირადად, ვფიქრობ, რომ სასულიერო პირები და, ზოგადად, ეკლესია პოკლიტიკურ პროცესებში კი არ ერევა, ძალიან სწორედად უნდა იყოს ეს გაგებული,  ვთვლით, რომ ვალდებულები ვართ გამოვთვქათ ჩვენი აზრი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, როგორც ინსტიტუციამ, რომელსაც აქვს ცოცხალი კავშირი და ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის უმრავლესობასთან; როგორც მის რეალურ ან პოტენციურ მრევლთან; და საზოგადოების ცხოვრების წესსზე ან მის მოწყობაზე, გამოვთვქათ ჩვენი აზრი, დამოკიდებულება და ამავე დროის საჯაროდ გადმოვცეთ ჩვენი მრევლის განწყობა და გულისტკვილი." - განაცხადა მიტროპოლიტმა.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ,,იმედის" ეთერში სასულიერო პირებს, კერძოდ, მეუფეებს მოუწოდა პოლიტიკური პროცესებისგან გამიჯვნა და კონკორდატის დაცვა:

"არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და სხვათა შორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე. მე ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი, რადგან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით. ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ, არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად მეუფეებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "იმედის" ეთერში.

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოძღვრებსა და მღვდელმთავრებს მოუწოდებს, პოლიტიკური შინაარსის განცხადებებისგან თავი შეიკავონ და ჩრდილს ნუ აყენებენ ეკლესიასა და საკუთარ თავს. ამასთან დაკავშირებით პატრიარქის მოწოდება საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და, ამასთან, საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს. მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან. მათ ასევე შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური, ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს“, – ნათქვამია პატრიარქის მიამრთვაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020