Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი: „რუსული პროპაგანდა, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, მუდმივად მიდის"
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან როზარია პუგლისთან და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორთან ნინო ბოლქვაძესთან ერთად საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გახსნა.

სემინარზე, რომელსაც ნინოწმინდისა და ახალქალაქში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი პედაგოგები დაესწრნენ, ყურადღება გამახვილდა პედაგოგების მნიშვნელოვან წვლილზე რეგიონში ნატოს, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ინფორმაციის გავრცელებაში.

სახელმწიფო მინისტრმა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასწავლებლები უმთავრეს როლს ასრულებენ მომავალი თაობის ფორმირებაში. მათ მიერ დასმული თითოეული კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება და რა სარგებელს მოიტანს ეს თითოეული მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია.

„მითუფრო იმ ფონზე, რომ რუსული პროპაგანდა, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, მუდმივად მიდის და სახელმწიფო ენის არასათანადო ფლობა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია იმისა, რომ მათ ინფორმაციაზე სრული წვდომა ჰქონდეთ. ბუნებრივია, ასეთი შეხვედრები ჩვენთვის არის ერთ-ერთი საშუალება, რომ მითები და სტერეოტიპები დავამსხვრიოთ და მათ ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ორი დღის განმავლობაში მასწავლებლები შეხვდებიან სამთავრობო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს. მიიღებენ ინფორმაციას ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობასა და ნატოს წევრი ქვეყნების გამოცდილებაზე.

პროექტი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით მეექვსე წელია ხორციელდება. მის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 650-მდე პედაგოგი გადამზადდა
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020