Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
დედა, რომელიც აფხაზეთის ომში ჯარისკაცი შვილის სანახავად წავიდა
ნელი როსებაშვილი სოფელ ქვემო გომში ცხოვრობს. ის შვილის, გენადი როსებაშვილის საფლავზე თითქმის ყოველ დღე მიდის. უვლის ყვავილებს, ცდილობს შვილს იმქვეყნიურ სამყოფელი მაინც გაულამაზოს. ეკლესიიდან საფლავზე 42-საფეხურიან კიბეზე ჩადის.

გენადი როსებაშვილი 2014 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა კასპის რაიონის სოფელ ქვემო გომში, მშობლიურ სახლში. დედისთვის ის დღე მძიმე გასახსენებელია, როდესაც შვილი ოთახში გარდაცვლილი ნახა. ამბობს, რომ ომმა შვილი მაინც დააკარგვინა.

აფხაზეთის ომში სამჯერ წასული გენადი სიკვდილს გადარჩა, თუმცა, როგორც დედა ამბობს, ვერ გაუძლო მეგობრების და ომში გადატანილი მძიმე დღეების ტკივილს. გენადი როსებაშვილი ომიდან 22 წლის დაბრუნდა, გარდაიცვალა 42-წლის ასაკში.

დედა იხსენებს, რომ როცა სოფელში, ომის პირველი მსხვერპლი, ზაზა მარიდაშვილის ცხედარი ჩამოასვენეს, უთხრეს, რომ ზაზა და გენადი ერთ ტანკში ისხდნენ. ისიც უთხრეს, რომ მისი შვილი გადარჩა, მაგრამ გულმა ვერ მოუთმინა. მეუღლესთან ერთად აფხაზეთის გზას დაადგა.

გულრიფშთან წყლის დიდი გუბე შეხვდათ და მანქანით ვერ გადავიდნენ. მანქანა მიატოვა და ფეხით გაუყვა გზას. დედამ შტაბამდე მაინც მიაღწია, სადაც გენერლებიც იმყოფებოდნენ. ვიწრო ბილიკების გავლის შემდეგ შვილი ნახა.

,,როცა მივედი, ყარყარაშვილმა თავზე ხელი შემოირტყა, აქ როგორ მოხვედიო. მაჩვენეს მერე ჩემი შვილი. მერე გავიგე, რომ დაბომბვაში მოყოლილან. ტანკიდან გადახტომისას ზაზა მარიდაშვილმა ვერ მოასწრო დაწოლა და ასკოლკა კისერში მოხვედრია, ვეღარ გადაარჩინეს. ჩემი შვილი კი ტანკს მართავდა. იმ დაბომბვას ასე გადაურჩა. წამოვიყვანე მაშინ, მაგრამ მერე კიდევ ორჯერ წავიდა. ერთხელ ტანკით გზაზე რომ მიდიოდნენ, მოულოდნელად ბავშვების ავტობუსი შეხვედრიათ. გენადიმ ავტობუსს აარიდა ტანკი და ფერდობზე გადავარდა. სულ დალურჯებული ჰქონია სახე, მაგრამ სახლში მაინც არ დაბრუნდა.“ - ამბობს ნელი როსებაშვილი.

აფხაზეთის ომის დროს კასპის ბატალიონს რაიონის გამგებელი ტარიელ შარიფაშვილი ხელმძღვანელობდა. ის სოფელ ზემო ხანდაკიდან იყო. ეს ბატალიონი იყო, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს იბრძოდა. ტარიელ შარიფაშვილი დაიღუპა. გარდაცვალების შემდეგ შარიფაშვილი ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ტარიელ შარიფაშვილის სახელი ეწოდა მებრძოლის მშობლიური სოფლის ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას
.



Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020