Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
კაცმა ცოლს იმის გამო სცემა, რომ საჭმელი არ მოუმზადა
დღეს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ
52-წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მამაკაცს, ოჯახური
ძალადობის მუხლით, ბრალი პროკურატურამ წაუყენა.
პროკურორის განცხადებით, მამაკაცმა მეუღლეს ჯოხი სამჯერ გადაარტყა - თავში და ბეჭებში. ,,გორმედის" სამედიცინო დასკვნით, ქალს ტვინის შერყევა დაუდგინდა.
„იმ დროს, როდესაც ბრალდებული სამწყემსოდან სახლში დაღლილი დაბრუნდა, მეუღლემ უკმეხად უთხრა რომ მისთვის საჭმელი არ ქონდა გაკეთებული, რაზეც მამაკაცი გაღიზიანდა და მეუღლესთან შეკამათდა" - აცხადებს ადვოკატი გივი ტურაშვილი.
პროკურორის ბრალდებით, მამაკაცი სიტყვიერად დაემუქრა მეუღლეს და შემდეგ თავზე და ტანზე სამჯერ დაარტყა მის ხელთ არსებული ხის ჯოხი.
დაკავებულის მეუღლე, დაზარალებულად ცნობილი ქალბატონი აცხადებს, რომ მან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და, მხოლოდ, ამის გამო გამოიძახა პოლიცია.
„ როდესაც მეუღლემ ჯოხი დამარტყა, ისედაც შეუძლოდ ვიყავი და დავრეკე 112-ში, სასწრაფოს პოლიცია მოყვა და წამიყვანეს გორმედში სადაც ტვინის შერყევა დამიდგინდა. მართალია ტანჯვას არ განვიცდიდი, მაგრამ შეურაცხყოფილი ვიყავი მეუღლის ქმედებებით. “-ამბობს დაზარალებული.
ადვოკატის თქმით, არ იყო აუცილებელი პატიმრობის შეფარდება, თუმცა პროკურორის შუამდგომლობა, ქმედების განმეორების ალბათობის შესახებ, მოსამართლემ პატიმრობა გაითვალისწინა.
დაკავებულს პროკურატურამ ბრალი 151-ე და 126-ე მუხლების მიხედვით წარუდგინა: მუხლი 151- მუქარა 1. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
მუხლი 126 (ოჯახში ძალადობა) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით, ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани