Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ჩატარებულ სამუშაოებზე სამთავრობო კომისია ანგარიშს აქვეყნებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა“ გაიმართა. სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, გამყოფი ხაზის მიმდებარე მუნიციპალიტეტების მერები, რეგიონების გუბერნატორები, კომისიის წევრები დაესწრნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დროებითმა სამთავრობო კომისიამ გაწეული სამუშაოს ანგარიში მოისმინა და მომავალი ღონისძიებები დაგეგმა. მათივე ინფორმაციით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2013 წლიდან განხორციელდა სამუშაოები გაზიფიკაციის, საგზაო ინფრასტრუქტურის, წყლით მომარაგების, განათლების დაფინანსების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით.

გაზიფიკაცია დასრულდა 62 სოფელში, სადაც 14 ათასამდე აბონენტის დაერთება მოხდა, ელექტროფიცირების ფარგლებში კი ქსელში ჩაერთო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 400-ზე მეტი აბონენტი. გორის, ქარელის, კასპის, საჩხერის, ონის, ხაშურის მუნიციპალიტეტების 12 ათასზე მეტ ოჯახს გაეწია დახმარება გამოზამთრების ღონისძიებების ფარგლებში.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, 2013 წლიდან დაახლოებით 40 კმ გზის სარეაბილიტაციო სამუშაო ჩატარდა, ასევე განხორციელდა ნაპირდამცავი ღონისძიებები, რაზეც 2 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. მხოლოდ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სხვადასხვა მიმართულებით, 23 მლნ ლარამდე თანხა გამოიყო. წელს, ამავე ფონდიდან დაგეგმილია დაახლოებით 3,2 მლნ ლარის გამოყოფა გორის, ზუგდიდის, ონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე 5 სოფელში საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. ამ პროექტებით 10 ათასამდე ბენეფიციარი ისარგებლებს.

„ესაა ფორმატი, რომელიც გვაძლევს საშუალებას უკეთ გავიგოთ რა პრობლემები აქვს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას. დღეს მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. პირველ რიგში, წინა წლების მსგავსად, 2018 - 2019 წლებში, 1500-მდე სტუდენტი მიიღებს 3 მილიონ ლარამდე დაფინანსებას სასწავლო ვაუჩერების სახით. ასევე, დავიწყებთ წყალგაყვანილობის სამუშაოების მეორე ფაზას, რომელიც მოიცავს 24 სოფლის დაქსელვას. ამ მიმართულებით 28 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, რითაც ბოლომდე მივიყვანთ ამ პროექტებს და დაალოებით 15 ათასამდე მოსახლე სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს. ეს არაა ყველაფერი, სხვა მიმართულებებითაც ვმუშაობთ აქტიურად, რათა გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქოთ საყოფაცხოვრებო პირობები“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მოეწყო და აღიჭურვა 20-ზე მეტი ამბულატორია, გასვლითი აქციების ფარგლებში მოხდა მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევები და მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

წელს დაახლოებით 148 000 ლარი გამოიყოფა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ხურჩასა და ახალაბასთუმანში გარე განათების მოწყობისათვის, რომლითაც დაახლოებით 3 ათასამდე ბენეფიციარი ისარგებლებს. ასევე, დაგეგმილია, საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ პერევში ორი ხიდის რეაბილიტაცია. ამ პროექტის სავარაუდო ღირებულება 200 ათასი ლარია.

მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოიხნა, დამუშავდა და დაითესა 17 ათასი ჰექტარი მიწა, აგროდაზღვევის პროგრამით ისარგებლა 1152-მა ბენეფიციარმა, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კი 655 ათასი ლარით დაფინანსდა 150-მდე ბენეფიციარი.

„5 წელია არსებობს ეს კომისია, რომელიც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ახერხებს, მაგრამ ამით პრობლემები არ ამოწურულა. 2013 წელს ჩვენ დავიწყეთ ფაქტობრივად ნულიდან, მოვახდინეთ პრობლემების იდენტიფიცირება და ყველა უწყების სრული მობილიზებით, ამ ეტაპისათვის, ვუპასუხეთ ძალიან ბევრ გამოწვევას. სხვა საკითხებთან ერთად, დღეს გადავწყვიტეთ, რომ გაგრძელდება ოჯახების დახმარება გათბობის 200 ლარიანი ვაუჩერით, ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, წყალმომარაგებაზე, ჯანდაცვის საკითხებზე. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, რომ დავეხმაროთ მავთულ-ხლართებით გახლეჩილ მოსახლეობას და მათაც ადვილად მიიღონ ის სიკეთეები, რასაც სახელმწიფო ყველა მოქალაქისთვის აკეთებს“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020