Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
დევნილებს ,,სოკარმა" 2008-2015 წლებში დაგროვებული გაზის დავალიანებები შეახსენა
ზამთრის მოახლოებასთან ერთად დევნილთა
დასახლებაში 7-წლის განმავლობაში დაგროვებული დავალიანების გადახდა
შეახსენეს. ამის თაობაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფელ
შავშვებთან მდებარე კოტეჯებში მცხოვრები მოსახლეობა ესაუბრა.
მათი თქმით, რამდენიმე ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტეს. ,,სოკარ ჯორჯია" მხოლოდ ერთ დათმობაზე მიდის - მიმდინარე გადასახადს დევნილთა ოჯახებმა ყოველთვიურად 15 ლარი უნდა დაამატოს.
გადასახდელი თანხის ოდენობა ბევრი ოჯახისთვის საკმაოდ დიდია. მაგალითად, სოფიკო წიქარიძეს დამატებით 500 ლარი აქვს გადასახდელი. ელენე ნადიბაიძეს კი, იმის საშუალებაც არა აქვს, რომ თანხის გადანაწილების თაობაზე ხელშეკრულების დასადებად გორში, სოკარ ჯორჯიას ოფისში ჩავიდეს.
,,გამოვიდა ისე, რომ ბუნებრივი აირი დაგვახარჯინეს და მერე თანხა მოგვთხოვეს. ,,ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში თანხას საერთოდ არ გვახდევინებდნენ. რაც ეს მთავრობა მოვიდა, მას შემდეგ დაიწყო ეს ამბები" - ამბობს სოფიკო წიქარიძე.
დევნილთა დასახლებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაჩნდა. კოტეჯებში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სისტემები მოსახლეობას გამზადებული დაახვედრეს. იხსენებენ, რომ ყოველთვიური სუბსიდია 50 ლარის ოდენობით იყო გათვალისწინებული. ზოგი ოჯახი დენს და გაზს ამ ლიმიტის ფარგლებში ხარჯავდა. ზოგი კი, უფრო მეტს.
,,სოკარის" გორის სერვისცენტრის მენეჯერი გიორგი გრიგოლაშვილი ამბობს, რომ დოტაცია 2015 წლიდან შეწყდა, თუმცა, როგორც ახსოვს, სახელმწიფო დევნილებს სხვა ფორმით ეხმარება.
,,დევნილთა დასახლებებში ბუნებრივ აირს იმ პერიოდიდან ხარჯავდნენ, რა პერიოდშიც დასახლდნენ. დავალიანება მოიცავს სრულ პერიოდს, კერძოდ, 2008-დან მოყოლებული 2015 წლის ჩათვლით. ჩვენმა კომპანიამ უპრეცედენტო შეთავაზება გააკეთა, ამჯერად, უკვე მეორედ. დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას შევთავაზეთ, რომ ყოველთვიურ გადასახადს დაუმატონ 15 ლარი. არსებული დავალიანების პირობებში ზოგის თანხა გადანაწილებულია ერთი წლით, ზოგის ორი, ზოგის უფრო მეტი ვადით" - აცხადებს გრიგოლაშვილი.
,,სოკარის" წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება ამ ეტაპზე არავისთვის შეუწყვეტიათ.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани