Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
12:00 შიდა ქართლში საარჩევნო აქტივობით ქარელში მცხოვრები ამომრჩევლები გამოირჩევიან
12:00 საათის მდგომარეობით, გორში, საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში მონაწილეობა უკვე 22 766 ამომრჩეველმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ცესკოს მონაცემებით, აქტივობა 20,3%-ი შეადგინა. საერთო ამომრჩევლის რაოდენობაა 111 930.

კასპი 40 028 ამომრჩევლიდან უბნებზე უკვე 8 400 მოქალაქე მივიდა. საერთო ამომრცევლის 21%.

ქარელი 37 372 ამომრცევლიდან უბნებზე 8 767 მოქალაქე მივიდა. საერთო ამომრჩევლის 23.5%

ხაშურის 49 466 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 9855-მა ამომრჩეველთა - 19.9%.

12 საათის მონაცემებით შიდა ქართლში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა უკვე 49 788 მოქალაქემ მისცა. ჯამში 238 796 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ცესკოს განცხადება:

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 12:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოცემული დროისთვის აქტივობამ 19.6 % შეადგინა, რაც რაოდენობრივად 688 551 ამომრჩეველია.

ამომრჩეველთა 12:00 საათიანი აქტივობის მონაცემი რომ შევადაროთ პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის მონაცემს, მაშინ აქტივობამ შეადგინა 15.95 %, რაც რაოდენობრივად 558 755 ამომრჩეველი იყო.

„ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ისინი ხმის მიცემას შეძლებენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. ასევე, ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურვილი აქვს დააზუსტოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც ის ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. ანალოგიურ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51; ასევე მუშაობს ონლაინ ჩათიც.

არჩევნებში ჩართულ მხარეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ აკრძალულია კომისიის მუშაობაში ჩარევა და მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლა. რაც შეეხება ფოტოვიდეო გადაღებას საარჩევნო უბნებზე, დაშვებულია იმ პირობებით და წესებით, რაც განსაზღვრულია ცესკოს დადგენილებით და აღნიშნული წესები გამოკრულია ყველა საარჩევნო უბანზე. ცალსახად აკრძალულია ფოტოვიდეო გადაღება საარჩევნო კაბინაში.

ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება რამდენიმე პროცედურული ხარვეზი. მათი ნაწილი ადგილზევე აღმოფხვრა, ხოლო დანარჩენ ხარვეზებზე - რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ და მედიას აღნიშნული პროცედურული ხარვეზის რამდენიმე მაგალითის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია:

• ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება გახლავთ მარკირებული ამომრჩევლების მიერ ხმის მეორეჯერ მიცემის მცდელობა, რაც დაფიქსირდა რუსთავის ოლქში, 2 შემთხვევაში. კანონდმებლობის თანახმად, ამომრჩეველს აქვს უფლება ხმა მისცეს მხოლოდ ერთხელ. საარჩევნო უბანზე ყველა ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს არ დაარღვიონ კანონმდებლობა და ნუ შეეცდებიან მეორეჯერ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

• ისნის #52-ე საარჩევნო უბანზე, როდესაც დამკვირვებელმა გადაამეტა მის უფლებამოსილებას, დამკვირვებელს მიეცა გაფრთხილება. მას შემდეგ, რაც აღნიშნული დამკვირვებელი არ დაემორჩილა კომისიის თავმჯდომარის მითითებას, მას სთხოვეს დაეტოვებინა საარჩევნო უბანი.


• ტყიბულში, სოფელ საწირეში #13-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველმა ხმა მისცა ვადაგასული პირადობის მოწმობით. დაწერილია საჩივარი და საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020