Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
გიორგი გაგლოევი - საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
1919 წლის 12 მარტს საქართველოში
დამფუძნებელთა კრება გაიხსნა. კრების წევრად აირჩიეს გიორგი გაგლოევი,
რომელიც სოფელ ღვარებში (ტანას ხეობა) დაიბადა. მანამდე, გიორგი
გაგლოევი ამიერკავკასიის სეიმისა და საქართველოს ეროვნული საბჭოს
წევრი იყო. (1918).
მისი ბიოგრაფია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა შეისწავლეს. ირაკლი ხვადაგიანის თქმით, გაგლოევის შთამომავლების შესახებ, თითქმის არაფერია ცნობილი. ,,მხოლოდ მისი ბიოგრაფიული მონაცემები შევისწავლეთ. ვერ მივაკვლიეთ მის შთამომავლებს" - გვითხრა საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენელმა, ირაკლი ხვადაგიანმა.
ეროვნული საბჭო, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, პირველი საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენდა. 1919 წელს საბჭომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საქართველოს დამფუძნებელ კრებას გადააბარა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მოწვევამდე მის მაგივრობას ეწეოდა. პარლამენტის მოწვევა 1921 წლის ოკუპაციის გამო ვეღარ მოხერხდა.
გიორგი გაგლოევი 1883 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. დაწყებითი განათლება მიიღო გორის სასულიერო სასწავლებელში. სწავლა განაგრძო ტფილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დატოვა მეორე კურსის დასრულების შემდეგ.

1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1918 წელს აირჩიეს გორის სამაზრო ერობის ხმოსნად.
1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო გზათა კომისიის წევრი.
1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოსცილდა.
1930 წელს გახდა საკავშირო კომუნისტური პარტიის წევრი. მომდევნო წლებში მუშაობდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებებში.
1937-38 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს გიორგი გაგლოევი დააპატიმრეს „ერთ-ერთი უცხო ქვეყნის ჯაშუშობის“, „მავნებლობისა“ და სამხრეთ ოსეთის „მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური, ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით.
საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკა“) 1937 წლის 9 ნოემბერს გიორგი გაგლოევს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 10 ნოემბრის ღამეს.
1903 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1903 წლიდან გაგლოშვილის გვარით მუშაობდა სოფელ ვანათის სამრევლო სკოლის მასწავლებლად; გორის მაზრის მიმდებარე სოფლებში გლეხებს შორის ეწეოდა აგიტაცია-პროპაგანდას, რისთვისაც 1905 წლის 6 იანვარს (ძველი სტილით) ჟანდარმერიამ დააპატიმრა ცხინვალში, თუმცა მალევე, 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის გამოქვეყნების შემდეგ, ამნისტიით გაათავისუფლეს.
1905 წლიდან მუშაობდა რსდმპ-ის „მენშევიკების“ ფრაქციაში. რეაქციის დაწყების შემდეგ 1906 წლიდან მუშაობდა მოსკოვისა და თერგ-დაღესტნის პარტიულ ორგანიზაციებში, საიდანაც 1907 წელს აირჩიეს დელეგატად რსდმპ ლონდონის ყრილობაზე.
1908-1912 წლებში ცხოვრობდა საზღვარგარეთ - გერმანიასა და შვეიცარიაში, მუშაობდა მანჰეიმის და დავოსის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში. ელექტროტექნიკოსის სპეციალობით დაამთავრა გერმანიის მანჰეიმის უმაღლესი საინჟინრო სასწავლებლის კურსი.
1912 წლიდან დაბრუნდა რუსეთის იმპერიაში და პარტიულ მუშაობას ეწეოდა ჩრდილო კავკასიაში - არმავირში; სოციალ-დემოკრატიულ პრესაში აქვეყნებდა წერილებს ფსევდონიმებით: „Дарьял“, „Викторь“ და „Писиров“. პარალელურად აქტიურად მონაწილეობდა ქართულ გამოცემებშიც. გიორგი გაგლოევმა არმავირში დააარსა „შრომის ბირჟა“ და ჩამოაყალიბა მუშათა ჯგუფი სამხედრო-სამრეწველო კომიტეტთან; არჩეული იყო არმავირის თვითმმართველობის ხმოსნად.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ არჩეული იყო არმავირის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარედ, სადაც იმუშავა 7 თვის განმავლობაში. შემდგომ არჩეული იყო კავკასიის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების ცენტრის წევრად.
1917 წლიდან არჩეული იყო ოსეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნების დროს იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ყუბანისა და შავი ზღვის საარჩევნო ოლქში.
1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი.
1918 წლის მარტის აჯანყების დროს გიორგი გაგლოევი საქართველოს ხელისუფლების ინტერესებს იცავდა. ცხინვალში ბოლშევიკების ინიციატივით დაწყებული გამოსვლების დროს ქალაქში გიორგი გაგლოევიც ჩავიდა. იმ დროინდელი ვითარების შესახებ იხილეთ უფრო ვრცლად მასალა:
რა ხდებოდა ცხინვალში 1918 წლის 18 მარტს - აჯანყება თვითმხილველის ნაამბობის მიხედვით

,,მენშევიკების" ხელისუფლებიდან
დახვრეტამდე

ცხოვრების წლები 1903-17
წლებში

გიორგი გაგლოევი და 1918 წლის მარტის აჯანყება
ცხინვალში
1918 წლის მარტის აჯანყების დროს გიორგი გაგლოევი საქართველოს ხელისუფლების ინტერესებს იცავდა. ცხინვალში ბოლშევიკების ინიციატივით დაწყებული გამოსვლების დროს ქალაქში გიორგი გაგლოევიც ჩავიდა. იმ დროინდელი ვითარების შესახებ იხილეთ უფრო ვრცლად მასალა:
რა ხდებოდა ცხინვალში 1918 წლის 18 მარტს - აჯანყება თვითმხილველის ნაამბობის მიხედვით
Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани