Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად 10 აპრილამდე კიდევ 5 რეისი განხორციელდება
,,საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად 10 აპრილამდე კიდევ 5 რეისი განხორციელდება - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად, ეტაპობრივად ავიაკომპანია „აირზენა-საქართველოს ავიახაზები“ განახორციელებს საჰაერო ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით.

26 მარტი - თბილისი-ვენა- თბილისი
31 მარტი - თბილისი -ამსტერდამი-თბილისი
3 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი
7 აპრილი - თბილისი-ათენი-თბილისი
10 აპრილი - ლარნაკა-თბილისი


2020 წლის 10 აპრილის ჩათვლით განსაზღვრულ მიმართულებებზე, განრიგი ასეთია:

,,ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ეტაპობრივად და ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე. - აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება უახლოეს ორ ფრენას, ვენისა და ამსტერდამის მიმართულებით, რომელიც უნდა შესრულდეს - 26 მარტს - ვენა და 31 მარტს - ამსტერდამი. როგორც უკვე ცნობილია, კომპანია აირზენას თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით 22 მარტს ჰქონდა დაგეგმილი რეგულარული რეისი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შემოღებული რეგულაციების გამო გაუქმდა.

შედეგად, ქ. ვენაში, ამ დრომდე იმყოფებიან გაუქმებული რეისის მგზავრები, რომელთა დიდი ნაწილიც თავშესაფრით და პირველადი საჭიროების პროდუქტებით უზრუნველყო საქართველოს საელჩომ ავსტრიის რესპუბლიკაში.

ანალოგიური ვითარებაა ამსტერდამში, სადაც კომპანიის მიერ 21 და 23 მარტს დაგეგმილი რეისების გაუქმების შედეგად ათეულობით საქართველოს მოქალაქე დარჩა გარეთ და ამ შემთხვევაშიც საელჩოს დახმარებით მოხდა მათი დროებით დაბინავება და პირველადი უზრუნველყოფა.

,, აუცილებელია, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დროებით არიან განთავსებული სხვადასხვა ადგილას, დავაბრუნოთ სამშობლოში. სამწუხაროდ მათი რაოდენობა არ არის მცირე და ორივე საჰაერო ხომალდი ფაქტობრივად სრულად ივსება. მეტი გამჭვირვალობისა და სანდოობისთვის კომაპნია მზად არის გამოაქვეყნოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია. რაც შეეხება შემდგომ ფრენებს ვარშავის (3 აპრილი), ათენის (7 აპრილი) და ლარნაკას (10 აპრილი) მიმართულებით, აღნიშნულ რეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, რეისის შესრულების თარიღიდან რამდენიმე დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის ვებ-გვერდზე." - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, აღნიშნული კატეგორიის სამგზავრო ბილეთის ფასი, ნებისმიერი კლასის, არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. ეს პრინციპი იქნება მკაცრად გაკონტროლებული. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.


უკვე განხორციელდა ორი ფრენა:

23 მარტი - თბილისი- ბერლინი- ბათუმი; 24 მარტი - ათენი -თბილისი -ათენი (განხორციელდა ეგეოსის ავიახაზების მიერ)

ამ ორი რეისით სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 300 მოქალაქე.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020