Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ცხინვალში პირბადეების და ხელთათმანების არქონის გამო ექიმი საავადმყოფოში არ გამოცხადდა
ცხინვალის საავადმყოფოში ექიმი ვლადისლავ ვალიევი 1 აპრილს არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ მორიგეობა უწევდა. ამავე დროს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მედიკოსები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. 

მან საავადმყოფოს მთავარ ექიმს წერილობით აცნობა: „გაცნობებთ, რომ 01:04.2020-ში მორიგეობაზე უარი ვთქვი, რადგან COVID-19-თან დაკავშირებული კარანტინის გამო არ მქონდა ინდივიდუალური აღჭურვილობა“ - წერს ვლადისლავ რუსლანის ძე ვალიევი.

ახსნა-განმარტების მიხედვი, ექიმი ვალიევი აკონკრეტებს, თუ რა სახის დამცავ საშუალებებს გულისხმობდა. ესენია ნიღბები, სათვალე, ხელთათმანი და დამცავი კომბინიზონები.

ახსნა-განმარტების ასლი სოციალურ ქსელში 2 აპრილს  გრიგორი აბაევმა გამოაქვეყნა. აბაევი დე-ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის მხარდამჭერია.

,,უმჯობერსია ჩვენი სამედიცინო მუშაკები აღვჭურვოთ ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით. თუ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის პანდემია მოხდა, (ღმერთმა არ ქნას), მაშინ ანატოლი ბიბილოვისა და მისი გოპ-კომპანიის წარმომადგენლების უპასუხისმგებლო, დაუდევარი ქმედებები დასჯადი იქნება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით“ - წერს გრიგორი აბაევი.



აღნიშნულ წერილს სოციალურ ქსელში დიდი დისკუსია მოყვა, რასაც ანატოლი ბიბილოვმა კომენტარითვე უპასუხა:

,,გემზე პანიკის ადგილი არაა, მით უმეტეს, თუ იქ ბევრი ხალხია. პანიკიორები დაისჯებიან, განსაკუთრებით თუ ისინი სახელმწიფო სტრუქტებიდანაა. ადამიანი, მით უმეტეს ექიმი, რომელიც უნდა ებრძოდეს ვირუსს, არ ცხადდება სამსახურში, ექვემდებარება განთავისუფლებას. ჩემი ძმაც რომ იყოს, ასე იქნება“ - დაასრულა თავისი ციტატა ბიბილოვმა ოსურ ენაზე.

კერ კიდევ 17 მარტს დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე მთავარმა სანიტარმა, მარინა კოჩიევმა განაცხადა, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებას შესაბამისი აღჭურვილობა გააჩნია, თუმცა არასაკმარისი.

,,სამედიცინო დაწესებულებებში არის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ასევე, მედიკამენტები, თუმცა ეს საკმარისი იქნება პირველ ეტაპზე" - აღნიშნა კოჩიევამ. მისი განცხადების შემდეგ, დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს ერიკ ფუხაევს შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაავალა.

,,ცხინვალის მიმართულებით მდგომარეობა შემაშფოთებელია. ცხინვალის პასუხი საკამოდ დესტრუქციულია. შეთავაზებებს არ იზიარებს." - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020