Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
დეკანოზი გრიგოლ გოგიჩაძე სასულიერო პირებს მოუწოდებს, რომ ეკლესიასთან დაჯარიმებულ ბიჭებს ჯარიმა გადაუხადონ
აღდგომის ღამეს, 18 აპრილს, გორის ეკლესიასთან 3 მამაკაცი დააჯარიმეს. მათ კომენდანტის საათის დარღვევის გამო, 3-3 ათასი ლარი ჯარიმა დააკისრეს.

ოქმები გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა შეადგინეს. ოქმების მიხედვით, ჯარიმა 21:05 საათზე შედგა. თავდაპირველად ცნობილი გახდა, ბიჭებს ეკლესიაში მისვლა დააგვიანდათ, თუმცა გორის ეპარქიის მდივანი აცხადებს, რომ მამაკაცები იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც ეკლესიიდან გავიდნენ:

,,ამ ბიჭებს არანაირი შეხება აქვთ ეკლესიასთან, ისინი არ არიან ჩვენი მრევლი. იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და როცა დააპირეს ეკლესიიდან გასვლა, ჩვენმა სტიქაროსნებმა უთხრეს, რომ არ გასულიყვნენ, რადგან დაჯარიმდებოდნენ. თუმცა არ დაუჯერეს და მაინც დატოვეს ტაძარი" - გვითხრა ეკლესიის მდივანმა, დედა თამარმა.

დაჯარიმების შესახებ ცნობილი გახდა ვარიანელ სასულიერო პირისთვის, დეკანოზმა გრიგოლ გოგიჩაძემ გვითხრა, რომ მისი ინიციატივით ჯარიმის თანხას სასულიერო პირები გადაიხდიან:

,,მე პირადად ჩემი სახსრებით 1000 ლარს გადავიხდი, რაც შეეხება დანარჩენ თანხას, სასულიერო პირებს ჩავაყენებ საქმის კურსში, რომ ეკლესიაში მყოფი ახალგაზრდების საჯარიმო თანხა დაიფაროს. მივმართავ ასევე თქვენი საშუალებით, რომ ამ ამბის მოგვარება ჩვენი ძალისხმევით უზრუნველვყოთ" - გვითხრა დეკანოზმა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, გორის საკათედრო ტაძარში აღდგომის დღესასწაულს ძირითადად სასულიერო პირები, მგალობლები და მედავითნეები შეხვდნენ. ხალხის განსაკუთრებული სიმრავლით არც ეზო და არც ეკლესიის შიდა ინტერიერი გამოირჩეოდა. მიტროპოლიტის მოწოდება, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას, თითქმის შესრულდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020