Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გზა ყარაფილამდე - საჩუქარი ,,ვასთირჯი" მშობლიურ სოფელს
კასპის რაიონის სოფელი ყარაფილა გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. მას ოსური სოფელი სარიბარი ესაზღვრება. ცენტრალური ავტომაგისტრალიდან სოფლამდე კილომეტრნახევარია მანძილი.

სოფლის შესასვლელში წმინდა გიორგის (ვასთერჯი) სალოცავია აშენებული. მის ახლოს მყოფ, ადგილობრივ მცხოვრებლებს გავესაუბრე. მემორიალური ობელისკი მეგონა თავიდან.

რადგანაც ამ სოფელში პირველად ვიყავი, ზოგადად, სოფლის შესახებ და ომის პერიოდში არსებულ ვითარებაზე ვსაუბრობდით.

,,ამ მემორიალურ დაფაზე მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ადამიანების გვარებია დაწერილი?" - ვკითხე ქალბატონ ჟუჟუნა ვაზაგაშვილს.

,,ეს ჩვენი სალოცავია, ვასთერჯი. წმინდა გიორგის სადიდებლად ჩვენმა თანასოფლელმა ვალიკო ტეხტიმ აგვიშენა ამ ზაფხულს. ის ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობს, აქედანაა წასული 90-იან წლებში" - მითხრა ქალბატონმა ჟუჟუნამ და სალოცავისკენ წამიყვანა.

სალოცავზე ოსურ ენაზე გაკეთებული წარწერები მაჩვენა. ,,გთხოვთ, წაგვიკითხეთ და შინაარსის მითხარით" - ვთხოვე ჟუჟუნა ვაზაგაშვილს. ,,წავიკითხო ოსურ ენაზე? პროვოკაციად არავინ ჩაგვითვალოს" - გაკვირვებით მიპასუხა მან. ,,ჩვენ მალე ოსურ ენაზე საიტი გვექნება, ასე, რომ პრობლემა არ იქნება" - ვუთხარი მას. ,,მართლა? კარგ საქმეს გააკეთებ" - მითხრა ქალბატონმა ჟუჟუნამ და ლექსიც გვითარგმნა. სოფელში სამგზავრო ტრანსპორტი არ დადის.

მზია მელაძე, რომელიც მარტოხელა მამას სოფელში მეუღლესთან ერთად ესტუმრა, ამბობს, რომ ადრე სამგზავრო ტრანსპორტი კვირაში ერთხელ დადიოდა.

,,ახლა საერთოდ არ დადის ტრანსპორტი. მთავარ გზამდე მოსახლეობა ფეხით მიდის. კილომეტრნახევარია მანძილი. ზამთარში კი უფრო ჭირს სადმე წასვლა" - ამბობს მზია მელაძე. მამამისს სოციალური დახმარება მას შემდეგ მოუხსნეს, როდესაც მეუღლე გარდაეცვალა. ,,მეუღლე დამეღუპა, მერე სოციალური დახმარება მომიხსნეს. ერთადერთი ძროხა მყავს. მაღალი ქულები მაგიტომ დამიწერეს" - გვითხრა გივი მელაძემ, მზია მელაძის მამამ.

ყარაფილაში საბავშვო ბაღი არ არის, არც სკოლა. 8 მოსწალე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მანქანით სოფელ კოდისწყაროს საჯარო სკოლაში დადის. კოდისწყაროს სკოლაც არასრულია. შემდეგ კი სწავლის გაგრძელების მსურველები სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლაში დადიან.

ოსურ სოფელ ყარაფილაში დღეს 35 კომლი ცხოვრობს, რომელთა შორის ვაზაგაშვილები, მელაძეები და ტეხაშვილები არიან.

სოფელში ბუნებრივი აირი შეყვანილია, ელექტროენერგია გამრიცხველიანებულია. სასმელი წყლის ონკანები უბნებში რამდენიმე ადგილას დამონტაჟებულია, თუმცა წყალი ყოველდღიურად არ მოდის. რეზერვუარიდან არათანაბრად ნაწილდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020