Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ვიდეორეპორტაჟი
,,კომპანიონ ძაღლების" თავშესაფრის იდეით გუბერნატორმა ცხოველთა დამცველები ვერ მოხიბლა
,,კომპანიონ ცხოველთა შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური თავშესაფარი" -
ასე ერქმევა დაწესებულებას, სადაც გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის
მიუსაფარი ძაღლები მოთავსდება. ამ ძაღლებიდან ნაწილს
კასტრაცია/სტერილიზაცია გაუკეთდება, ნაწილი კი, - საცხოვრებლად
დარჩება.
მასშტაბური პროექტი, სავარაუდოდ, 800 000 ლარი დაჯდება. ამ თანხას შიდა ქართლის გუბერნატორი სხვადასხვა მხრიდან ელოდება. მისი თქმით, გარკვეულ წილს საქართველოს მთავრობა გაიღებს. მერებიც შესაბამის რესურსებს გამოყოფენ. ამ შემთხვევაში, გააჩნია, რომელ მერიას რა მასშტაბით აწუხებს მიუსაფარი ძაღლები.
პროექტის ვიზუალური მხარე ცხოველთა დამცველებს მოეწონათ. ისინი პრეზენტაციას დაესწრნენ, რომელიც შიდა ქართლის გუბერნატორის ინიციატივით მოეწყო. ხმა არ ამოუღიათ მერებს. თავშესაფარი საკმაოდ დიდ სივრცეზე იქნება გაშლილი, თავისი ვოლიერებით, კლინიკით, ავტომანქანებით, მომსახურე პერსონალით და ა.შ. მიუხედავად, პრეზენტაციის დადებითი მხარისა, ცხოველთა დამცველებს კოკრეტული საკითხები დააინტერესათ, რომელიც შესაძლოა თავშესაფრის სისუსტე აღმოჩნდეს.

კინოლოგი ხვიჩა ხარაზიშვილი თვლის, რომ ოთხივე მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებულ თავშესაფარში ძაღლების დიდი რაოდენობა მოიყრის თავს. ამიტომ, ასეთ დროს, უამრავი მაგალითების გათვალისწინებით, თავშესაფრის ხელმძღვანელობას ძაღლების დაძინების მეთოდის გამოყენების ან კრემატორიუმში მათი განთავსების პროცედურების დაწყება მოუწევთ. გუბერნატორმა უპასუხა, რომ ასეთი შემთხვევების თავიდან აცილებაზე გარანტიას ვერავინ გასცემს: ,,ამაზე გარანტია, მხოლოდ, კანონია" - უპასუხა კახა სამხარაძემ.
ცხოველთა დამცველს, ირმა მთიულიშვილს მიაჩნია, რომ შორ მანძილზე თავშესაფრის არსებობა არაფრის მომცემია დამტვრეული და დასახიჩრებული ძაღლებისთვის. ,,კასპში რომ ძაღლს მანქანა დაარტყავს, მისი ტრანსპორტირება გორში შეუძლებელია. ამიტომ, უმჯობესია ვიფიქროთ თითოეულ ქალაქში მცირე თავშესაფრის არსებობაზე და ყველა ქალაქს თავისი ასეთი გამართული თავშესაფარი ჰქონდეს, თავისი კლინიკებით" - აცხადებს ირმა მთიულიშვილი.

შიდა ქართლის გუბერნატორმა თქვა, რომ პროექტთან დაკავშირებით, ცალკეულ საკითხებს მუნიციპალიტეტების მერებთან ცალკე განიხილავს. ,,ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ გაგვეცნო თქვენთვის პრინციპი - არსებობდეს თუ არა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი. ტექნიკურ დეტალებს, მაგალითად, ვოლიერების რაოდენობებს, ტრანსპორტირების და ა.შ. ცალკე ვიმსჯელოთ," - განაცხადა სამხარაძემ.
გორში ცხოველთა თავშესაფარი 2013 წლიდან დაარსდა. ეს ამბავი მას შემდეგ გადაწყდა, რაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ქალაქის ცენტრში ვანდალური მეთოდებით მიუსაფარი ძაღლების დაჭერის ფაქტი გადაიღო. ცხოველთა დამცველებმა, მათ შორის, საერთაშორისო უცხოურმა ორგანიზაციებმა გორის მაშინდელ გამგეობას მკაცრი, გამაფრთხილებელი წერილები გამოუგზავნეს. იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა ამ საკითხს არ გადაწყვეტდა, ადგილობრივი მთავრობა სოლიდური თანხით დაჯარიმდებოდა.
გორის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ 2016 წელს შედგენილ 26 გვერდიან დასკვნაში 6 გვერდი რეკომენდაციებს მოიცავს. აუცილებელია პროფესიონალი კადრების დასაქმება - წერს აუდიტის უფროსი გიორგი ორთანეზაშვილი შესავალ ნაწილში. შემდეგ, თავშესაფრის ხარვეზიან დებულებაზე ამახვილებს ყურადღებას.
,,დაიგეგმოს წლის საქმიანობა, მომზადდეს წლიური და ყოველთვიური სამუშაო გეგმა. შემსრულებელ პირს მოეთხოვოს ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელთან წარდგენა" ,,შემუშავდეს უსაფრთხოების წესები" ,,იმ პირთა მიმართ, რომელიც ასევე დასაქმებულია მერიის მიერ დაფუძნებულ სხვა ორგანიზაციაში, განისაზღვროს სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული"
,,საჭიროა ინფრასტრუქტურის განახლება, შენობა ამორტიზირებულია, აუცილებელია სარემონტოდ თანხის მოძიება, დარბაზის დაცემენტება დეზინფექციისთვის, საკარანტინო ოთახების მოწყობა, ესაჭიროებათ ვოლიერების დამატება" ,,საჭიროა დამატებით ერთი მანქანა, არსებული ძველია" ,,არ აქვთ ძაღლების საჭერი აღჭურვილობა"
,,საჭიროა ბრიგადის დამატება - 3 კაცი; ასევე, ვეტექიმისა და ვეტფერშლის დამატება, დონორი ორგანიზაციების მოძიება"
,,მოწესრიგდეს თავშესაფარში ცხოველთა შეყვანა-გაშვების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი, ცხოველთა საკვების მიღებისა და ხარჯვის ყოველდღიური ჟურნალი და სამედიცინო პრეპარატების მიღება-ხარჯვის ჟურნალი"
საშტატო განრიგით თავშესაფარში 11 თანამშრომელი მუშაობს. ხელფასები დამტკიცებულია თერთმეტ ძირითად საშტატო ერთეულზე თვეში 4 703,50 ლარი. ბიუჯეტი 108 000 ლარია.
2016 წლის ბიუჯეტი:
დაფინანსება 108 000 ლარი
ხელფასები - 55 692 ლარი
შტატგარეშე ანაზღაურება - 12 888 ლარი
კვება - 6 000 ლარი
საქონელი და მომსახურება - 52 308 ლარი
ტრანსპორტის მოვლა-პატრონობა - 10 000 ლარი
სხვა საქონელი და მომსახურება - 15 150 ლარი
სამედიცინო 1300 ლარი
ოფისის ხარჯი - 6790 ლარი.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, თავშესაფარს ყოველდღიურად 120 ძაღლი ეთვლება. 2015 წლის მანძილზე ნაყიდი აქვს 29 007 ლარის ღირებულების საკვები.

არსებული
თავშესაფარი

3 წლის
შემდეგ - აუდიტის დასკვნა

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани