Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июль 2025 »»
п в с ч п с в
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
წმინდა ნინოს გზა ქართლში
ავახეთში ყოფნისას წმინდა ნინოს, ტბის პირას, ჩაეძინა. სიზმარში გამოეცხადა უცხო კაცი, რომელმაც წიგნი გადასცა - ეს მცხეთაში წარმართ მეფეს მიართვიო. ნინომ ტირილი დაიწყო და ევედრებოდა: მე ქალი ვარ, უცხო და უმეცარი, არც ენა ვიცი, როგორ მივიდე უცხო ქვეყანაში?

მაშინ გადაშალა წიგნი უცხო კაცმა, სადაც იესოს სიტყვები იყო მოცემული. ამ წიგნში სულ 10 სიტყვა ეწერა. ,,მოქცევაი ქართლისაი"-ში ეს მცნებები ასეა გადმოცემული:

1. სადა-ცა იქადაგოს სახარება ესე, მუნ-ცა ითქუას დედა-კაცი ესე.
2. არ-ცა მამაკაცება არს, არ-ცა დედაკაცება, არამედ თქუენ ყოველნი ერთ ხართ.
3. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-ცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა
4. ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა დიდებად ერისა შენისა ისრაელისა.
5. სადა-ცა იქადაგოს სახარება ესე სასუფეველისა, მუნ-ცა ითქმოდის ყოველსა სოფელსა.
6. რომელმან თქუენი ისმინოს და შეგიწყნარნეს მე შემიწყნარა. და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი.
7. რამეთუ ფრიად უყუარდა მარიამ უფალსა, რამეთუ მარადის ისმენდა მისსა სიტყუასა ჭეშმარიტსა.
8. ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოგწყჳდნენ ჴორცნი თქუენნი, ხოლო სულისა ვერ შემძლებელ არიან მოწყუედად.
9. რქუა მარიამ მაგდანელსა იესო: "წარვედ, დედა-კაცო, და ახარე დათა და ძმათა ჩემთა".
10. სადა-ცა ქადაგებდეთ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.


,,მოქცევაი ქართლისაი"-ს მიხედვით, ნინო წავიდა მცხეთისკენ და მდინარეს გაუყვა - ჯერ დასავლეთით და შემდეგ აღმოსავლეთით. ვარაუდობენ, რომ ეს მდინარე მტკვარი იყო. ამ გზაზე ბევრი განსაცდელი ნახა. დაიმგზავრა ადგილობრივები და რამდენიმე დღიანი მგზავრობის შემდეგ, უძველეს ქალაქ ურბნისს მიადგა. აქ წყაროს მიხედვით, ერთი თვე გაჩერდა, სადაც მოსახლეობა თაყვანს სცემდა ქვასა და ძელს. ებრაელთა უბანში ებრაული ენის შესწავლა დაიწყო და ეცნობოდა ყოფა-ცხოვრებას.

,, მიიწია სანახებსა ქართლისასა, ქალაქსა მას, რომელსა ეწოდების ურბნისი, სადა-იგი იხილა ერი უცხოთა თესლთა ღმერთთა მსახური; რამეთუ ცეცხლსა, ქვათა და ძელთა ღმერთად თაყუანის-ცემდეს. რომლისათჳს-ცა შეეურვა სულსა ამის წმიდისასა და შევიდა ბაგინსა ჰურიათასა ენისათჳს ებრაულისა, და დაყო მუნ თუე ერთი, და განიცდიდა ძალსა ამის ქუეყანისასა."

ერთი თვის შემდეგ იგი მცხეთისკენ გაჰყვა ხალხს, რომელიც იქ სავაჭროდ და მათი ღმერთის, არმაზის მოსალოცად მიდიოდა. მცხეთაში მისულები მოგვთა უბნის გამოღმა, ხიდთან გაჩერდნენ და იქიდან  წმ. ნინო მცხეთელ ცეცხლისმსახურებს აკვირდებოდა.

წმინდა ნინო (ანა ამილახვარი)

საქართველოში ნინოს სახელს კიდევ ერთი წმინდანი ქალი ატარებს. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, 2016 წელს, სამთავრობის მონასტრის წინამძღვარი ნინო (საერო ცხოვრებაში ანა ამილახვარი) წმინდანად შერაცხეს.

იგი ცხოვრობდა 1816-1904 წლებში. დაიბადა სოფელ ქვემო ჭალაში, ახლანდელ კასპის რაიონში. ქვემო ჭალაშია ამილახვრების სასახლე. მონაზვნად 40 წლის ასაკში აღიკვეცა. 1883 წლის ომის დროს, ეხმარებოდა დაჭრილ ჯარისკაცებს. დიდი წვლილი მიუძღვის მცხეთაში, სამთავროს მონასტრის გაძლიერებაში.

წმინდა ნინოს სახელობის ტაძრები ქართლში

საპატრიარქოს მონაცემებით, შიდა ქართლში რამდენიმე ეკლესია არსებობს, რომელიც წმინდა ნინოს სახელობისაა. ყველაზე უძველესი სოფელ გარდატენშია, გორის რაიონი. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში კი, წმ. ნინოს სახელზე, ახალი ეკლესია ააშენეს. გორში, ვერხვების დასახლებაში აშენებული ეკლესიაც წმინდა ნინოს სახელობისაა
.













ფოტოზე:
მარცხნივ - ურბნისი, მარჯვნივ - გორი
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020