Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
სხვადასხვა
ერგნეთის შეხვედრის შედეგები

ერგნეთის 61-ე შეხვედრის შემდეგ მონაწილეებმა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული განცხადებები გააკეთეს. ოსური მხარე პანკისის ხეობიდან ისლამური სახელმწიფოს საფრთხეზე, ქართული მხარე გამყოფი ხაზის სიახლოვეს გამოჩენილ რუსულ ვერტფრენების შესახებ, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ზამთრის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მიდგომაზე საუბრობს.


"პანკისის ხეობაში არიან მებრძოლები, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს (ტერორისტული ორგანიზაცია რომელიც აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში) სასარგებლოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას იღებენ სირიაში" - ამის შესახებ განცხადება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის მეთაურმა დავით სანაკოევმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრაის შემდეგ გააკეთა.

"მებრძოლები გეგმავენ შეიარაღებულ პროვოკაციებს სამხრეთ ოსეთის მიმართულებით,რომლის ძირითად ობიექტებად მოიაზრებიან რუსეთის და ოსეთის მესაზღვრეები, სამოქალაქო პირები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ტერორისტები განიხილავენ მათი გატაცების შესაძლებლობებს, აგრეთვე არ გამოირიცხება სროლები მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით. როგორც საქართველოში ასევე სამხრეთ ოსეთში. შეიარაღებული მებრძოლების მიზანს წარმოადგენს კიდევ ერთი დაძაბულობის გაჩენა რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, რუსეთის მიერ სირიაში ჩატარებული ოპერაციის ფონზე. მებრძოლების მოქმედების კოორდინატორები სირიის მოქალაქეები არიან." - აცხადებს სანაკოევი.

სანაკოევმა ივარაუდა, რომ შეიარაღებულ პროვკაციებს ადგილი წინა საახალწლოდ ან საშობაო დღესასწაულებზე ჰქონდეს.

ეს განცხადება ქართულმა მხარემ პროვოკაციად შეაფასა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ 10 დეკემბერს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში რუსული ვერტმფრენის შემოჭრის საკითხი დააყენა და ფაქტის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალა წარადგინა.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს წინა შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები.

გამყოფ ხაზზე მოქალაქეების დაკავების საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ დაფიქსირდა დაკავებების რაოდენობის კლების ტენდენცია. გუშინდელ შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხების სამმხრივი ფორმატის განახლების საჭიროებაზე.

დღის წესრიგში ასევე იყო გამყოფ ხაზზე მავთულხლართების გავლების და შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემების, ახალგორის მკვიდრის დავით ბაშარულის ცხედრის სასამართლო-სამედიცინო დასკვნის საკითხი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში წერია, რომ მონაწილეები დაკარგულ პირთა მოძიების საკითხში სამმხრივ (ქართულ, ოსური და წითელი ჯვარის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობით) ურთიერთობებზე შეთანხმდნენ.

თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მხარეებს გამოავლინონ ჰუმანიტარული მიდგომა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. განსაკუთრებით, ზამთრის პირობებში.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატში მოროგო შეხვედრა მომავალი წლის 20 იანვარს გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020