ახალი ამბები
ხელთუბანში თორნიკე მერებაშვილის საქმეზე დაკავებული მეზობელი ბრალს არ აღიარებს
50-წლის მამაკაცი, რომელიც 20-წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების ფაქტზე დააკავეს, ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ბრალდებულმა დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, გორის პოლიციის საგამოძიებო განყოფილებაში დაკავებულს ადვოკატთან დაკავშირების საშუალებას არ აძლევდნენ.

გორის მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე იმსჯელა. მოსამართლემ დაკავებულს წინასწარი 50-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული 50-წლის მამაკაცი სოფელ ხელთუბნიდანაა, როგორც ირკვევა,
ის გარდაცვლილის თორნიკე მერებაშვილის ოჯახის მეზობლად ცხოვრობს.

პროკურატურის მტკიცებით 2018 წლის 6 ივლისს, ღამის 2-ის 25 წუთზე, სოფელ ხელთუბნის გზაზე მიმავალმა მამაკაცმა, რომელიც ,,მერსედესის" მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის მართვა და გადაუარა მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ თორნიკე მერებაშვილს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა დაკავებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, ხოლო ადვოკატებმა მოსამართლეს პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართეს.

,,6 თებერვალს მოვიდა ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დადასტურდა, რომ თორნიკე მერებაშვილი გარდაიცვალა ავარიის, მანქანის გადავლის შედეგად." - განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

„ეს ადამიანი არსად მიმალულა. სოფელ ხელთუბანში, საკუთარ ბაღში მუშაობის დროს. დააკავეს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, იმ დღეს, როდესაც მწოლიარე მამაკაცი ნახა ტრასაზე, თვითონ დარეკა სასწრაფოში და პოლიციაში და შველა ითხოვა. მომხდარის ადგილზე მისვლის და დათვალიერების შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა ის სახლში უპრობლემოდ გაუშვეს, ექსპერტიზის დასკვნაში კი წერია, რომ გარდაცვლილს აღენიშნებოდა მოტეხილობა, ფილტვებში ინსპირაცია და იყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, დაკავების შემდეგ ითხოვდა ადვოკატთან შეხვედრას და გასაუბრებას, რაც რამდენიმე საათის შემდეგ მოახერხეს პოლიციის თანამშრომლებმა, მე მაქვს კითხვა, რატომ არ დაგვირეკეს მაშინვე ადვოკატებს? ამის მიზეზი დღემდე გაურკვეველია, რას აკეთებდა პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში? ვითხოვთ, რომ პატიმრობის სანაცვლოდ 5000-ლარიანი გირაო შეეფარდოს დაკავებულს“- განუცხადა მოსამართლეს ადვოკატმა სულხან კაპანაძეს.

შს სამინისტროს ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავეს. 

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული 2018 წლის 6 ივლისს, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დაცვა და 1999 წელს დაბადებულ თორნიკე მერებაშვილს შეეჯახა. თორნიკე მერებაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

,,საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოიკითხა 140-მდე პირი, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზები. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მიიღეს გარდაცვლილი თ.მ.-ს კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ამავე დასკვნისა და საქმეზე ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, პოლიციამ ზ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევის ფაქტზე (რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს." - აღნიშნულია შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ოჯახი აცხადებდა, რომ მათი შვილი მოკლულია. ამის თაობაზე აქციები გაიმართა და თანასოფლელებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
საბედნიეროდ, ცოტაა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამას ცუდად იყენებს. ამან არ უნდა გამოიწვიოს უმრავლესობის დაჩაგვრა,
ტონი მემელი წამყვანი გიტარისტია, ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მუსიკოსი და კომპოზიტორი.
მასში მონაწილეობას გორის და გორის რაიონის 24 საჯარო სკოლა იღებდა.
,,ეს ჩვენი მეორე საჯარო ფორმატის შეხვედრაა. ამ პატარა ფორმატის შეხვედრებს ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსი აქვს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
,,რიტუალების სახლის თანხა ,,პრარაბმა" კაზინოში წააგო" - ჩობალაურში მუშები ხელფასს ითხოვენ
სოფელ ჩობალაურს წელს ნაცვლად 5 ათასი ლარისა, 10 000 ლარი შეხვდა. სოფლის კრება შედგა, თუმცა, მოსახლეობა ამ შეხვედრას კრებას
,,ატოს" და ,,იურჩიკას" ამბავი ატოცში
p.s რეპორტაჟის მომზადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ,,იურჩიკა" რუსმა სამხედროებმა კვლავ დაიჭირეს. ,,ძალა ერთობაშიას"
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
ამავე კატეგორიაში
შეხვედრას რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებით პროფესორი ვლადიმერ
ხომერიკი მართავდა და დარბაზში შეკრებილებს

შეხვედრას რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებით პროფესორი ვლადიმერ ხომერიკი მართავდა და დარბაზში შეკრებილებს

18:59 / 20.04.2019
,,ჩვენ რაკი კონფლიქტის ზონაში ვცხოვრობთ, გვითხრეს, რომ აქ რა
პროექტებიც განხორციელდება, იმაზე იქნება საუბარიო.
,,ჩვენ რაკი კონფლიქტის ზონაში ვცხოვრობთ, გვითხრეს, რომ აქ რა პროექტებიც განხორციელდება, იმაზე იქნება საუბარიო.
18:05 / 20.04.2019
აღნიშნა, რომ ხელისუფლება პირადად უნდა შეხვედეს პუტინს და იქ უნდა
უთხრას, რომ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია.
აღნიშნა, რომ ხელისუფლება პირადად უნდა შეხვედეს პუტინს და იქ უნდა უთხრას, რომ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია.
17:33 / 20.04.2019
საკრებულოს წევრების - ვასილისა ჯაბახიძისა და ბექა ქორჩილავას
ინიციატივით ოპოზიცია
საკრებულოს წევრების - ვასილისა ჯაბახიძისა და ბექა ქორჩილავას ინიციატივით ოპოზიცია
17:07 / 20.04.2019
ქალბატონს თეთრი ფერის პიკაპი პუჭკინის ქუჩაზე დაეჯახა.
თვითმხილველებმა კი, პოლიცია გამოიძახეს.
ქალბატონს თეთრი ფერის პიკაპი პუჭკინის ქუჩაზე დაეჯახა. თვითმხილველებმა კი, პოლიცია გამოიძახეს.
15:57 / 20.04.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.