რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
თანაკლასელის დაჭრის ფაქტზე გორის სასამართლოში მოზარდი მიიყვანეს
მე-11 კლასელ მოზარდს, თანაკლასელის დაჭრის ფაქტზე, ბრალი წაუყენეს.
ამის შესახებ გორის სასამართლოს შუამდგომლობით პროკურატურამ
მიმართა.
ბრალდების მიხედვით, 16-წლის ბიჭმა განზრახ მსუბუქი დაზიანება მისსავე თანატოლს, ცივი იარაღით, მიაყენა. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა.
გორის სასამართლოს მოსამართლე დაეთანხმა ბრალმდებლის შუამდგომლობას. მოზარდი, ხელწერილით და შინიდან გაუსვლელობის პირობით, გაათავისუფლეს.
სასამართლო პროცესი ერთი თვის შემდეგ გაიმართება. არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამო პროცესი დახურულია. თანაკლასელის დაჭრის ფაქტი კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
ამ მუხლის მიხედვით, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ისჯება 2-დან 4 წლამდე. თუმცა, სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, არასრულწლოვნების მიმართ სასჯელის სახით სხვა მსუბუქ ფორმებს (განრიდება და ა.შ.) იყენებენ.

ამავე კატეგორიაში
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აბანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა,
რომელიც 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, კვლავ
დაუსრულებელია.
ქარელში, ქალაქის გასასვლელში, 9 აპრილის ახალი მემორიალი და სკვერი
მოეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო. მემორიალის
გადატანის ინიციატივით მერიას ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის
წინამძღვარმა მიმართა.
გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, ქალაქში ლურჯი
ავტობუსების მოძრაობის ინტერვალის თითქმის ორჯერ შემცირება მდინარე
ლიახვის სანაპიროზე დაუსრულებელი მინი-ჰაბის ამუშავებაზეა
დამოკიდებული, რომლის კანალიზაციასთან მიერთებაც დონეთა სხვაობის გამო
ვერ ხერხდება.
goriparking.ge-ს მონაცემებით, გორის მერიის 16 ავტომობილზე გორში
პარკირების საშვი გაცემული არ არის, თუმცა მათ დარღვევისთვის არავინ
აჯარიმებს. პარალელურად, მერიის ავტომობილებს თბილისში პარკირების
საშვები აქვთ შეძენილი, ხოლო გორში 1 წელში 18 913 მოქალაქე
დაჯარიმდა.
გორის მერიამ 22 კერძო და იურიდიულ პირთან გაფორმებული საიჯარო
ხელშეკრულებები გადახედა, რის შედეგადაც მიწით სარგებლობის გადასახადი
სამჯერ გაიზარდა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები