რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის პოლიციის გამოძიების შედეგი - ,,არასრულწლოვან გოგონას ტანსაცმელზე მამაკაცის ბიოლოგიური კვალი არ აღმოჩნდა"
მამაკაცი, რომელიც 16 წლის ასაკის მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების
ჩადენის ბრალდებით დააკავეს, აცხადებს, რომ უდანაშაულოა. ამის შესახებ
qartli.ge-ს ერთ-ერთმა ადვოკატმა აცნობა და საქმის მასალები
გააცნო.
სასამართლოზე წარდგენილი მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ბიოლოგიურმა ექსპერტიზამ გოგონასთან ფიზიკური კონტაქტის არსებობა ვერ დაადგინა.
განაჩენის მიხედვით, საქმეში ერთადერთ მტკიცებულებად მიჩნეულ იქნა გოგონას ჩვენება, რომლის საფუძველზეც, გორის საგამოძიებო ორგანომ (განყოფილების ხელმძღვანელი პაატა კოდოშვილი) პირი პასუხისგებაში მისცა.
,,მსჯავრდებულმა მოითხოვა გამართლება იმ მოტივით, რომ განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას - დაზარალებულ გოგონას ჩვენებას. სხვა მოწმეების ჩვენებები კი ეფუძნება მხოლოდ მის მონაყოლს, რომლებიც ეწინააღმდეგება თავად დაზარალებულის ჩვენებას. გოგონას ჩვენებები კი ეწინააღმდეგება ასევე საქმეზე მტკიცებულებად წარმოდგენილ სასამართლო–სამედიცინო, ბიოლოგიური და მიკრონაწილაკების ექსპერტიზის დასკვნებს, ვინაიდან ისინი არ ადასტურებენ გოგონას მიერ აღწერილ ფიზიკურ კონტაქტს" - აღნიშნავს ადვოკატი.
ადვოკატის მოთხოვნა მოსამართლემ არ გაიზიარა, რადგან მისი აზრით, მართალია გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, თუმცა, მოსამართლის განმარტებით, სქესობრივი დანაშაულები, არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით:
,,სასამართლო დაცვის მხარეს მიუთითებს, რომ სქესობრივი დანაშაულები არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით. ეს კი ლოგიკურია დანაშაულის ბუნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან." - განმარტავს მოსამართლე გადაწყვეტილებაში.
შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ბრალდებულს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ამავე კატეგორიაში
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აბანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა,
რომელიც 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, კვლავ
დაუსრულებელია.
ქარელში, ქალაქის გასასვლელში, 9 აპრილის ახალი მემორიალი და სკვერი
მოეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო. მემორიალის
გადატანის ინიციატივით მერიას ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის
წინამძღვარმა მიმართა.
გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, ქალაქში ლურჯი
ავტობუსების მოძრაობის ინტერვალის თითქმის ორჯერ შემცირება მდინარე
ლიახვის სანაპიროზე დაუსრულებელი მინი-ჰაბის ამუშავებაზეა
დამოკიდებული, რომლის კანალიზაციასთან მიერთებაც დონეთა სხვაობის გამო
ვერ ხერხდება.
goriparking.ge-ს მონაცემებით, გორის მერიის 16 ავტომობილზე გორში
პარკირების საშვი გაცემული არ არის, თუმცა მათ დარღვევისთვის არავინ
აჯარიმებს. პარალელურად, მერიის ავტომობილებს თბილისში პარკირების
საშვები აქვთ შეძენილი, ხოლო გორში 1 წელში 18 913 მოქალაქე
დაჯარიმდა.
გორის მერიამ 22 კერძო და იურიდიულ პირთან გაფორმებული საიჯარო
ხელშეკრულებები გადახედა, რის შედეგადაც მიწით სარგებლობის გადასახადი
სამჯერ გაიზარდა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები