ახალი ამბები
შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერებს ,,ოპტიმალ გრუპი" უჩივის
მიღება-ჩაბარების აქტი წარმოდგენილი უნდა იქნეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე ექსპერტიზის დადებითი დასკვნის გაცემის შემდეგ - აღნიშნული ნორმა, რომელიც ქარელის მერიამ შეიმუშავა კომპანია ,,ოპრიმალ გრუპისთვის" მიუღებელია.

,,ოპტიმალ გრუპი", რომელიც წელიწადზე მეტია შიდა ქართლში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ინსპექტირებისთვის დაიქირავეს, მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებულ ნორმებს აპროტესტებს.

ასე მაგალითად, მათი აზრით, ზემოაღნიშნული ნორმა გულისხმობს იმას, რომ ანაზღაურდება მხოლოდ ინსპექტირების დადებითი ანგარიშები.

„ინსპექტირების ორგანო პასუხისმგებელი უნდა
იყოს ინსპექტირების საქმიანობის მიუკერძოებლობაზე და არ უნდა დაუშვას, რომ კომერციულმა, ფინანსურმა ან რაიმე სხვა სახის ზეწოლამ საფრთხე შეუქმნას საქმიანობის მიუკერძოებლად განხორციელებას. მხოლოდ დადებითი ინსპექტირების ანგარიშების ანაზღაურება ცალსახად არის მიკერძოების რისკის მატარებელი, რომ გაიცეს დადებითი ინსპექტირების ანგარიში, იმ შემთხვევაშიც კი თუ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია არ შეესაბამება ქვეყანაში მოქმედ ნორმებს, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სავალალო შედეგები, საფრთხე შეუქმნას საბიუჯეტო თანხების მიზნობრივ ხარჯვას, რიგ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლესაც კი." - აღნიშნავს ,,ოპტიმალ გრუპის" წარმომადგენელი ნინა კარბელაშვილი.

კარბელაშვილს მოჰყავს კიდევ რამდენიმე ნორმა, რომელსაც ქარელის მერია არასწორად უთითებს. მაგალითად, „საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს გარემოსდაცვით საკითხებში სათანადო ცვლილებები“.

ნინა კარბელაშვილი წერს, რომ საქართველოში აკრედიტებული არც ერთი ინსპექტირების ორგანოს საქმიანობის სფერო არ მოიცავს გარემოზე ზემოქმედების პროექტის ინსპექტირებას:

,,რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთ ასეთ ორგანიზაციას არ აქვს ხელშეკრულების ზემოაღნიშნული დანაწესით მოთხოვნილი ცვლილებების განხორციელების კომპეტენცია, ამასთანავე ასეთი ცვლილებები გულისხმობს პროექტში ჩარევას, პროექტირებაში ჩართულობას, რაც ეწინააღმდეგება ინსპექტირების ორგანოებისთვის დადგენილი საერთაშორისო სტანდარტის IS მოთხოვნებს, კერძოდ, ინსპექტირების ორგანო და მისი პერსონალი არ უნდა მონაწილეობდნენ მათივე ინსპექტირების ქვეშ არსებული ობიექტის პროექტირების წარმოების და ა.შ. საქმეში." - აღნიშნავს კარბელაშილი.

ქარელის მერია საზედამხედველო ორგანოს ავალდებულებს ასევე, რომ ,,საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა,აც გამოწვეული იქნა მიმწოდებლის ქმედებით ან/და უმოქმედობით“.

ნინა კარბელაშვილი: ,,გაურკვეველია, რომელი დეფექტების აღმოფხვრაზეა საუბარი. საკუთარი ხარჯებით უნდა აღმოიფხვრას დეფექტები ინსპექტირების ანგარიშებში, თუ ხარვეზით შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებში ან საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებში. როგორც ჩანს აღნიშნული მუხლი შემთხვევით აქვთ გაწერილი ამ ხელშეკრულებაში, რადგან შესყიდვის ობიექტია ინფრასტრუქტურული ობიექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ინსპექტირების ანგარიშის (ექსპერტიზა) და სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევა, შესაბამისად, რის საფუძველზე ავალდებულებს შემსყიდველი საექსპერტო ორგანიზაციას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა. ინსპექტირების მიზანია სწორედ ნაკლის და დეფექტის გამოვლენა ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხოლო მათი გამოსწორება წარმოადგენს იმ კომპანიის ვალდებულებას, რომელიც ახორციელებს კონკრეტული ობიექტის მშენებლობას. "

აღნიშნული საკითხი ,,ოტპიმალ გრუპმა" შესყიდვების სააგენტოში გაასაჩივრა. ქარელის მერიას საპასუხო წერილი კომისიისთვის ჯერ არ წარუდგენია.
Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
,,81-წლის კაცი ვარ, სახლში არავინ მყავს. მოსავალი მოვიყვანე. ჩაბარებით კი, ვერსად ჩავაბარე. 8-10 თეთრი უნდა გადაგიხადოთო. წაღებით კი, ვერსად მიგვაქვს
საგზაო დეპარტამენტის მიერ დაქირავებულმა მუშებმა დასახმარებლად საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. მოსახლეობამ კი, მერიას მიმართა.

,,ჩემ მეუღლეს ვუთხარი, ნიკო, რა ვუყოთ ამ წიწილებს-მეთქი. გადმოსვი და ყუთი გადააბრუნეო. მერე საქონელი

,,აქ გარშემო რა სოფლებსაც ხედავთ, ქართულსაც და ოსურსაც, ერთ დროს, ყველა ერთი ოჯახივით ვიყავით.

გასული თვის პოპულარული სიახლეები
შიდა ქართლის სამღვდელოება ,,გირჩის“ და მისი ეპისკოპოსების წინააღმდეგ (VIDEO)

საქართველოს რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას სასულიერო პირებში

ცნობილი სპორტსმენები სანტას ფორმით გორის სკოლებს ესტუმრნენ
იცნეს თუ არა მოსწავლეებმა და საკუთარმა მასწავლებლებმა სანტები, ამის შესახებ qartli.g ვიდეოს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
ამავე კატეგორიაში
მეოთხე ბაღის ეზო მოსაწესრიგებელია. ამი მიზნით, მერიამ მისი
კეთილმოწყობა სათამაშოებით გადაწყვიტა.
მეოთხე ბაღის ეზო მოსაწესრიგებელია. ამი მიზნით, მერიამ მისი კეთილმოწყობა სათამაშოებით გადაწყვიტა.
02:11 / 26.03.2019
,,რის საფუძველზე ავალდებულებს მერია საექსპერტო ორგანიზაციას, რომ
საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული
კონტროლის

,,რის საფუძველზე ავალდებულებს მერია საექსპერტო ორგანიზაციას, რომ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონტროლის

01:44 / 26.03.2019
,,ოპტიმალ გრუპი
,,ოპტიმალ გრუპი" კი, საჩივარში უთითებს, რომ მერიამ, ერთ კონკრეტულ კომპანიაზე მორგებული პირობები წამოაყენა. ეს ის მომჩივანი კომპანიაა,
00:58 / 26.03.2019
გორის სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოიტანეს.
გორის სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოიტანეს.
22:50 / 25.03.2019
შესაძლებელია გასაჩივრდეს მომჩივანისთვის აქტის ოფიციალური წესით
გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული

შესაძლებელია გასაჩივრდეს მომჩივანისთვის აქტის ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული

18:05 / 25.03.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.