რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
დაკარგულ ,,ჩირახის წყლის“ ძებნაში 17 000 ლარი დაიხარჯება
გორის მერია ,,ჩირახის ხევში“ დაკარგულ გრუნტის წყლის მოსაძებნად 17 000 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მერიამ გუშინ 21 მარტს მიიღო.

გადაწყვეტილების მიხედვით, უნდა მოიძებნოს 5 ადგილზე, კერძოდ 5 მ სიღრმეზე საკვლევ სამუშაოებს ჩაატარებენ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის სათავე ნაგებობა კონკრეტულად, სოფელ ბობნევში მდებარეობს. ,,ჩირახის ხევის“ სათავე ნაგებობა ექსპლუატაციაში 1965 წელს შევიდა და დებეტი 80-100 მ3 იყო საათში.

2016 წელს მუნიციპალიტეტის გამგეობამ გადაწყვიტა სასმელი წყლის რეაბილიტაცია და მიმდინარეობს უკვე მესამე წელია. წყლის სისტემების რეაბილიტაცია მთლიანად სოფელ ბობნევში არსებულ სათავე ნაგებობას დაექვემდებარა.

,,2018 წელს საგზაო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გზის რეაბილიტაცია აღნიშნულ მონაკვეთში, სადაც სათავესთან დაახლოვებით 20-30 მეტრში მოხდა სამშენებლო მძიმე ტექნიკით სამშენებლო სამუშაოების ჩატარება რის შემდეგაც დაახლოებით 4 თვის განმავლობაში წყლის დებეტმა იკლო სათავის შემკრებ ჭაში, არის იმის საფუძვლიანი ეჭვი რომ სათავის ტერიტორიაზე მოხდა წყლის დაკარგვა გრუნტში.“ - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

მერიის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პირველ ეტაპზე საჭიროა საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარება, სადაც სავარაუდოდ 5 ადგილას (დაზუსტდება კვლევის დროს) უნდა მოხდეს ე.წ. შუფების გაყვანა 5 მეტრის სიღრმემდე.

სათავის ტერიტორიასთან მიწის ქვეშ არსებობს წყლის დამჭერი საყრდენი რკინაბეტონის კედელი, სადაც უნდა მოხდეს არსებული საყრდენი კედლის მოძებნა და წყლის გამოსავლენად გაწმენდა.

უნდა მოხდეს ასევე, გაკეთებულ შუფებზე დებეტის და დონეების დასადგენად, საცდელი ამოტუმბვების ჩატარება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.