რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
სატენდერო განგაში გორის მერიაში - მუნიციპალიტეტი დახმარებას მთავრობას სთხოვს
,,ოპტიმალ გრუპმა" შესყიდვების სააგენტოში გორის მერიას დავა მოუგო და ის ტენდერი გააუქმებინა, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტს, ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელების ინსპექტირების მიზნით, საექსპერტო კომპანია უნდა დაექირავებინა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტომ 24 მარტს მიიღო. მომდევნი დღეს, 25 მარტს, გორის მერიამ საქართველოს მთავრობას შეატყობინა, რომ მუნიციპალიტეტი 1 წლით ინფრასტრუქტურული პროექტების გადავადების საფრთხის წინაშე დადგა.

,,ოპტიმალ გრუპი" კი, საჩივარში უთითებს, რომ მერიამ, ერთ კონკრეტულ კომპანიაზე მორგებული პირობები წამოაყენა. ეს ის მომჩივანი კომპანიაა, რომელიც გასულ 2018 წელს ამავე გორის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ზედამხედველობას უწევდა.

საქმე ეხება ყველა იმ სამუშაოს, რომელიც 50 000 ლარზე მეტი ღირებულებისაა. დღეს მოქმედი წესით, ეს სამუშაოები ვერ განხორციელდება, თუ შესაბამისი საექსპერტო ორგანიზაცია, სამუშაოების შესრულების დროს, საგზაო თუ სამშენებლო კომპანიას ზედამხედველობას არ გაუწევს.

გორის მერი მთავრობის წინაშე გაგზავნილ წერილში წერს, რომ ტენდერის გაუქმების შემდეგ, საჭიროა ახალი ტენდერის ჩატარება, ეს კი, შესაძლოა, 50-60 დღე, მაისამდე გაგრძელდეს. უნდა აღინიშნოს, რომ საექსპერტო კომპანიას ევალება არა მარტო მიმდინარე სამუშაოების ექსპერტიზა, არამედ, სამუშაოების დაწყებამდე, საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმებაც. ეს კი, გორის მერიის მტკიცებით, საკმაოდ გრძელვადიანი სამუშაოა.

25 მარტს, საქართველოს პერმიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წერილობით გორის მერიას აცნობა, რომ უფლება აქვთ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, დაიქირავონ კომპანია, რომელიც ამ საზედამხედველო სამუშაოებს შეასრულებს. მიუხედავად ამისა, მერიას შესყიდვების სააგენტოსგანაც ჭირდება თანხმობა. შესყიდვების სააგენტოს 24 მარტის გადაწყვეტილებაში წერია, რომ გორის მერიამ ,,ოპტიმალ გრუპის" მიერ გასაჩივრებულ ტენდერთან დაკავშირებით ახალი ტენდერი უნდა გამოაცხადოს.

ცნობისათვის, საზედამხედველო-საექპერტო კომპანია ,,ოპტიმალ გრუპის" დასკვნების მიხედვით, 2018 წელს, გორის მერიის დაკვეთით შესრულებულ სამუშაოების დროს, არაერთი ობიექტი თუ გზა ხელახლა სარემონტო გახდა. თუმცა, მერიაში ამ კომპანიის მიმართ პრეტენზიებიც აქვთ, რაც აისახა 2019 წლის გამოცხადებულ ახალი ტენდერის პირობებში.

2019 წელს საზედამხედველო-საექპსერტო კომპანიის დაქირავების მიზნით გამოყოფილია 675 000 ლარი. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გორის მერიას უფლება მისცა საზედამხედველო კომპანია, ტენდერის გარეშე, 2020 წელშიც დაიქირავონ.

,,იმისათვის, რომ არ გაჭიანურდეს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს, აუცილებელია შესყიდვა განხორციელდეს მაქსიმალურად შეზღუდულ ვადებში და უფლება მოგვეცეს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გავაფორმოთ ხელშეკრულება" - აღნიშნულია გორის მერის კოტე თავზარაშვილის წერილში.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში მცხოვრები მარტოხელა შშმ პირი,
იმედა ნაგულიშვილი სხვის სახლში, მძიმე პირობებში ცხოვრობს. მას
სოციალური დახმარება მოუხსნეს, პენსიის ნაწილი კი სესხში ეჭრება.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში მცხოვრები მარტოხელა შშმ პირი, იმედა ნაგულიშვილი სხვის სახლში, მძიმე პირობებში ცხოვრობს. მას სოციალური დახმარება მოუხსნეს, პენსიის ნაწილი კი სესხში ეჭრება.
16:37 / 26.09.2026
ბოლო 10 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის ქალაქისა და სოფლის
სკოლებში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შემთხვევები მოხდა. სოფლის
სკოლაში მომხდარი მძიმე ინციდენტის შედეგად მოზარდი კლინიკაში მოხვდა,
ფაქტზე კი პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
ბოლო 10 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის ქალაქისა და სოფლის სკოლებში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შემთხვევები მოხდა. სოფლის სკოლაში მომხდარი მძიმე ინციდენტის შედეგად მოზარდი კლინიკაში მოხვდა, ფაქტზე კი პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
12:37 / 26.09.2026
გორიდან სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი ალექსანდრე
კორძაიას ჩაშლილ კონცერტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. იგი
მუსიკოსის მიმართ არსებულ მუქარებს გმობს და კოლეგების დუმილთან
ერთად, ქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხზეც ამახვილებს
ყურადღებას.
გორიდან სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი ალექსანდრე კორძაიას ჩაშლილ კონცერტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. იგი მუსიკოსის მიმართ არსებულ მუქარებს გმობს და კოლეგების დუმილთან ერთად, ქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას.
11:53 / 26.09.2026
მერიამ მემორიალის ცაბაძის ქუჩაზე გადასატანად საპროექტო სამუშაოებზე
ტენდერი უკვე გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, ქარელის მერის
მოადგილეები პროცესის დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ
ან კითხვებს არ პასუხობენ.
მერიამ მემორიალის ცაბაძის ქუჩაზე გადასატანად საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, ქარელის მერის მოადგილეები პროცესის დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ ან კითხვებს არ პასუხობენ.
10:58 / 26.09.2026
გორის შემოსასვლელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ბერბუკის
მხრიდან გადაადგილება გარკვეული დროით შეიზღუდა. შინაგან საქმეთა
სამინისტროს ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
გორის შემოსასვლელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ბერბუკის მხრიდან გადაადგილება გარკვეული დროით შეიზღუდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
22:00 / 25.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.